|
მასშტაბური წვრთნები, პერიოდულად, დიდი ხანია ტარდება. პოლიგონის გადატანის მოთხოვნით ხელმოწერები არაერთხელ შეგროვდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის თხოვნა არ სრულდებოდა.
,,პოლოგონის თემა მინდა შეგახსენოთ. ჩვენ თვითონ ვაჩვენეთ ახალი ტერიტორია ე.წ. ზედაველის მინდვრების ზევით, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს არ მოეწონათ." - განაცხადა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
შეთავაზებული ტერიტორია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებულია. ,,თანაც ეს ტერიტორია ჩაღრმავებულ ადგილზეა და გარშემორტყმულია ფერდებობებით" - დაადასტურა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.
,,იმის იქით უკვე კასპის რაიონია და ბატონი გოჩა არ გვითმობს ადგილს" - ეს ბოლო ფრაზა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის გასაგონად თქვეს.
,,ბატონო გოჩა, არ გინდათ სამხედროებმა თქვენი რაიონი დაიცვას?" - უთხრა ხუმრობით გორის მერმა კასპის გამგებელს.
,,არა, პატივცემულო, არ გვჭირდება, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ" - უპასუხა გოჩა გოჩიტაშვილმა.
რატომ იწუნებს ახალ ადგილს თავდაცვის სამინისტრო, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები