Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2025 »»
п в с ч п с в
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,სანიაღვრე სისტემები უნებართვო მშენებლობებს გადაკეტილი აქვს" - გორის მერის გეგმები 2015 წლიდან

 

გორის მერიამ ამ თანხებით ჯერ კიდევ ასფალტ-დაუგებელი გზების, სარემონტო საბავშვო ბაღების, მცირე მდინარეებთან არსებული ნაპირების და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება გადაწყვიტა. ამ ნუსხაში საცურაო აუზიც შევიდა, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა. ქალაქის თვითმმართველობის მიერ შედგენილ დოკუმენტში თითოეული პრობლემის საჭიროება, მოსარგებლე ბენეფიციარის რაოდენობა, გენდერული საჭიროება და სხვა საკითხები იყო მითითებული. 

 

ზურაბ ჯირკველიშვილი სხდომაზე თითოეულ პროექტს იმ კუთხით შეეხო, რომლითაც რეგიონალური განვითარების ფონდის წარმომადგენლების კეთილგანწყობა მოიპოვა. პროექტები, გარდა საცურაო აუზისა, წმინდაწყლის დასახლებაში გვერდწითელის, ღამბარაულის და სხვათა რეაბილიტაციას ეხება, ასევე ჭალის დასახლებაში ის გზებიც დაიგება, რომლებსაც 20 წელია ასფალტი ,,არ უნახავთ". მერის გეგმებში სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მათ შორის, ქალაქის ცენტრში, ასბინიანის უკან მდებარე დამწვარი შენობის აღდგენა მოხვდა.

 

რეგიონალური განვითარების ფონდის დასაფინანსებელ პროექტებში სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებაც შევიდა, განსაკუთრებით, წმინდაწყლის დასახლებაში, სადაც მდინარე მეჯუდა მოსახლეობას სისტემატიურად აწუხებს ადიდების დროს.  ,,წყალს გასავალი არა აქვს, რამდენიმე ადგილას უნებართვოდ აშენებული ობიექტებია და ეს სადინარები გადაკეტილი აქვთ. ალბათ, მოგვიწევს რამდენიმეგან მათი შეწუხება" - განაცხადა გორის მერმა.

 

ამ საკითხების განხილვა გუბერნატორთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მოხდა. საბჭოს შემადგენლობაში მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები (მოადგილეები) და გუბერნატორის მოადგილეები შედიან. პროექტების მომზადებისას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილი თემატური ჯგუფები უწევდნენ კონსულტაციას.

 

,,არ იფიქროთ, რომ შიდა ქართლში, მხოლოდ, ეს პროექტები ხორციელდება. ეს კონკრეტულად რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებს ეხება" - გვითხრა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020