რედაქტორის რჩევით
როგორ დაიწყო კომუნისტური სახელების წაშლა გორის ქუჩებში
ფოტო:
გორის ძველი ქუჩა, ავტორი ა. მურჰანოვი
,,მჯერა, სრულიად დამეთანხმება ქალაქის საზოგადოების უმრავლესობა, რომ თავად ბატონ ომარ ჩუბინიძე ქართული საქმეებით, იმსახურებს მიენიჭოს მისი სახელი ქალაქად არსებულ რომელიმე უბანს, მოედანს, ან თუნდაც უბრალოდ, სკვერს!“ - აცხადებს მწერალი ვაჟა შაქარაშვილი.
მწერლის ძალისხმევით, გორის ამჟამინდელ საკრებულოში, საკრებულოს წევრმა პაპუნა კობერიძემ მეჯუდას სანაპიროსთვის ომარ ჩუბინიძის სახელის მინიჭების თაობაზე, ინიციატივა წარადგინა.
ვაჟა შაქარაშვილი ამბობს, რომ ომარ ჩუბინიძის პრეფექტობის პერიოდში, გორში, კომუნისტური და ბოლშევიკური კვალის წაშლა დაიწყო. იგი გორის საზოგადოების გამოხმაურებას და მხარდაჭერას ელოდება. გორის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ინიციატივა უკან გაიხმეს, რადგან ომარ ჩუბინიძის გარდაცვალებიდან ჯერჯერობით არ არის გასული 20 წელი.
ქუჩების
სახელების მოკლე უახლესი ისტორია
გორში, 1988-91 წლებში, ქალაქის საზოგადო საკრებულოსთან, არსებობდა ,, ქუჩების, მოედნებისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელწოდებათა მიკუთვნების წინადადებათა შემმუშავებელი ექსპერტკომისია“.
ამ კომისიის წარდგინებით, 1988-91 წწ. გადაერქვა და მიენიჭა სახელწოდებები ქ. გორის შემდეგ ქუჩებს და მოედნებს:
1. საბჭოს ქუჩას - დავით აღმაშენებლის გამზირი
2. ლენინის ქუჩას - ერთობის ქუჩა
3. 26 კომისრების ქუჩას - მერაბ კოსტავას ქუჩა
4. კამოს - 1905 წლის რევოლუციის ქუჩას - დიმიტრი ამილახვრის ქუჩა
5. კიროვის ქუჩას - გრიგოლ რობაქიძის ქუჩა
6. ორჯონიკიძის ქუჩას - გორიჯვრის ქუჩა
7. მახარაძის ქუჩას - თამარ მეფის ქუჩა
8. ძნელაძის ქუჩას - ფარნავაზ მეფის ქუჩა
9. ლუქსემბურგის ქუჩას - ქეთევან წამებულის ქუჩა
10. კლარა ცეტკინის ქუჩას - უფლისციხის ქუჩა
11. კავშირის ქუჩას - 9 აპრილის ქუჩა
12. ჩელუსკინელების ქუჩას - ქრისტეფორე კასტელის ქუჩა
13. კომკავშირის ქუჩას - ნიკო სამადაშვილის ქუჩა
14. დიმიტროვის ქუჩას - გიორგი ბრწყინვალის ქუჩა
15. წითელარმიელთა ქუჩას - გორელ იუნკერთა ქუჩა.
წმინდაწყლის დასახლებაში ახალ ქუჩებს მიეკუთვნათ სახელწოდებანი: ალექსანდრე ნადირაძის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, კონსტანტინე ელიოზიშვილის ქუჩა, გაბრიელ გვერდწითელის ქუჩა.
საბჭოს, გორკისა და ძნელაძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანს - ვერხვების მოედანი ეწოდა, სტადიონთან და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედანს - თავისუფლების მოედანი.
მდინარე მეჯუდას სანაპიროს დაერქვა 26 მაისის სახელობის სანაპირო, ხოლო გორის №5 საშ. სკოლას აკადემიკოს ალექსანდრე ნადირაძის სახელი მიეკუთვნა. რაც შეეხება კინოთეატრ „კომკავშირელს", სახელი მასაც შეეცვალა და „ივერია“ ეწოდა.
გორის პრეფექტის 1991 წლის №1 განკარგულებით, ქ. გორში მდებარე ლენინის ქუჩას სახელი გადაერქვა და ერთობის ქუჩა (ამჟამად, სამეფო ქუჩა) ეწოდა, ხოლო 26 კომისრის ქუჩას - ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელი დაენათლა. (გაზ. „გამარჯვება“, 1991 წ. № 19).
საზოგადო საკრებულომ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია ქალაქის უბნის ერთ-ერთ ქუჩას იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის, ქრისტეფორე კასტელის სახელი მინიჭებოდა, რომელმაც 1633 წელს გორის ციხის პირველი ჩანახატი შეასრულა.
,,საკრებულოში სისტემატურად მუშავდებოდა მასალები გორის ქუჩების ცნობარის შესადგენად...და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა გორში ისეთი აბსურდული სახელწოდების ქუჩები გვქონდა, როგორიც იყო კავშირის ქუჩა, საპროექტოს ქუჩა, სამკურნალოს ჩიხი, სკვერის ქუჩა... ამ დროს არ გვქონდა ფარნავაზის, დემეტრე თავდადებულის, სვიმონ მეფის, ქეთევან წამებულის, ერეკლე მეორის, დიდგორის, კრწანისის, ზედაველას ქუჩები...ველით თქვენს გამოხმაურებას, ძვირფასო გორელებო!“ - მიმართავს მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გორელებს.
ქვემოთ ფოტოზე: ვაჟა შაქარაშვილი, მწერალი.

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები