რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,როცა შვილი მამასთან გაუცხოებულია“ - გორის სასამართლომ იმსჯელა ფსიქოლოგის დახმარებით
გორის რაიონულმა სასამართლომ ჩვილი ბავშვისა და ერთმანეთს დაშორებული მშობლების ურთიერთობის შესახებ, იმსჯელა. დედა და მამა ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ბავშვი ორი თვის იყო. შვიდი თვის შემდეგ, სასამართლომ მამას შვილთან ურთიერთობის დრო - კვირაში 1 დღე სამი საათით განუსაზღვრა, ოღონდ დედის სახლში.

მას შემდეგ, რაც ბავშვი ბუნებრივ კვებას მოცილდა, მამამ სასამართლოს მიმართა იმ მოტივით, რომ გაზრდილიყო ბავშვთან შეხვედრის დრო, საკუთარ ბინაზე წაყვანის შესაძლებლობით. ამ გარემოებას არ დაეთანხმა დედის მხარე, რადგან ბავშვი მამასთან გაუცხოებული იყო.

სოციალური მუშაკის - ფსიქოლოგის მოსაზრება მამასთან დაკავშირებით

მამასთან ბავშვის შეხვედრას ესწრებოდა ხოლმე ფსიქოლოგი. სწორედ, მისი დასკვნა გახდა საფუძველი გადაწყვეტილების მისაღებად.

,,შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მამასთან გაუცხოებულია, ამასთან, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის მამის მიმართ არ არის დადებითად განწყობილი, არ გამოხატავს ემოციებს, გრძნობებს, სიყვარულსა და სითბოს. სავარაუდოდ, ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ჩნდება ეჭვი, რომ ბავშვის ცნობიერებასა და ხანგრძლივ მეხსიერებაში მამის ფენომენი ნეგატიური ფორმითაა განმტკიცებული და შენახული. ბავშვს შთაგონებული აქვს, რომ მამა მის ცხოვრებაში უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც მიუღებელი და არასასურველი ინდივიდია“. - აღნიშნა ფსიქოლოგმა.

თუმცა ფსიქოლოგმა მიიჩნია, რომ ბავშვის გონებრივი, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელია მამასთან დადებითი ურთიერთობები. მნიშვნელოვანია მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის არ იქნება ზიანის მომტანი ის ფაქტი, თუ მამა მას რამდენიმე საათით თავისთან წაიყვანს.

,,მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.“ - აღნიშნა ფსიქოლოგმა.


სოციალური მუშაკი - ფსიქოლოგი ხშირად შესწრებია მხარეთა კონფლიქტს. რადგანაც, დაძაბული ურთიერთობის გამო, შეუძლებელი იყო ბავშვთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

დედის პოზიცი

დედის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო ჩვილ ბავშვთან მამის ურთიერთობის დრო, მამამ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ბავშვი.

,,ბავშვი მამას ფაქტობრივად არ იცნობდა, მისი დანახვა მასში მკვეთრად უარყოფით რეაქციას იწვევდა და ის იწყებდა ტირილს, რასაც არაერთხელ შესწრებია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, შესაბამისად, არ შეიძლებოდა, მამას მისცემოდა უფლება არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილზე, უცხო გარემოში დაეტოვებინა, ვინაიდან აღნიშნული უარყოფითად იმოქმედებდა ბავშვის ფსიქიკაზე, და მიაყენებდა მას ფსიქოლოგიურ ტრავმას. მამისთვის არც დედას და არც ამ უკანასკნელის რომელიმე ოჯახის წევრს ბავშვთან ურთიერთობისათვის ხელი არასოდეს შეუშლია.“ - აღნიშნა დედის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

გორის სასამართლოს განაჩენი

გორის რაიონულმა სასამართლომ მამის თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, გაუზარდა შვილთან ურთიერთობის საათები როგორც თავის სახლში წაყვანის უფლებით, ასევე, დედის სახლში შეხვედრით - სულ 5 საათი კვირაში.

გორის სასამართლოს განაჩენით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა და გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის მოსამართლის გადაწყვეტილება.

მამა ითხოვდა, რომ ბავშვის წაყვანის უფლება ჰქონოდა კვირაში სამი დღე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ ეტაპზე ეს შეუძლებელი იყო:

,,თავდაპირველ ეტაპზე მამა-შვილს შორის ემოციური კავშირი ბავშვისთვის უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად უნდა აღდგეს, მამა ნელ-ნელა უნდა შევიდეს ბავშვის ცხოვრებაში, რათა მის ცნობიერებაზე მკვეთრ ემოციურ დატვირთვას არ ჰქონდეს ადგილი“ - აღნიშნულია მოსამართლის განმარტებაში.

თბილისის სასამართლომ გაიზიარა სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გონებრივი, ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი იყო მამასთან დადებითი ურთიერთობები. მნიშვნელოვანი იყო მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობისათვის არ იქნებოდა ზიანის მომტანი ის ფაქტი, თუ მამა ბავშვს რამდენიმე საათით თავისთან წაიყვანდა. პალატის შეფასებით, მამასა და შვილს შორის ემოციური კავშირის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ნახვის დღეები განსაზღვრულიყო, როგორც დედის, ასევე - მამის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით.

საბოლოო

დედა კვლავ აღნიშნავდა, რომ მამა-შვილს შორის ემოციური კავშირი ფაქტობრივად არ არსებობს, შესაბამისად, მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ კავშირის აღდგენა, რაც შეუძლებელია განხორციელდეს ბავშვის მამის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით. დედის აზრით, მამა-შვილი ერთმანეთთან უნდა დაახლოვდეს ეტაპობრივად და არა ერთბაშად, მკვეთრი და უხეში ჩარევით. უზენაესი სასამართლოს აზრით, დედის მოსაზრება მცდარია, კერძოდ, კოლეგიის შეფასებით, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს.

უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ფსიქოლოგის განმარტება, რასაც სხვათა შორის, გორისა და თბილისის სასამართლოები დაეყრდნენ. უზენაესმა სასამართლომ მაგალითვის მოიყვანა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება (Kutzner v. Germany)., რომლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს.

სასამართლომ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბავშვმა იქონიოს ურთიერთობა მამის ოჯახში მცხოვრებ ახლო ნათესავებთანაც, რაც კიდევ უფრო დაახლოებს მამა-შვილს ერთმანეთთან და ამით ძლიერი ემოციების განვითარებასთან ერთად, ძლიერი თანადგომის ქსელის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.



,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში
.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.