რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
დავით აღმაშენებელი და გორი
გორის ქალაქად ჩამოყალიბება დავით აღმაშენებელს უკავშირდება. საისტორიო წყაროების (მათე ურჰაელი) მიხედვით, სომხეთის ქალაქ ანისიდან მტრის მიერ შევიწროებული მოსახლეობა დავით აღმაშენებელმა საქართველოში, გორაზე დაასახლა. მკვლევართა აზრით, ეს „გორა“ ის ადგილია, სადაც დღეს ქალაქი გორი მდებარეობს.

მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ანისელი სომხების ნაწილი აღმაშენებელმა დღევანდელი ახალგორის ტერიტორიაზეც მიიყვანა, რის გამოც სახელწოდება „ახალგორიც“ შესაძლოა სწორედ აქედან მომდინარეობდეს.

ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი ნაშრომში „გორის ისტორია“ აღნიშნავს, რომ ახალგორელ სომხებს თავი დავით აღმაშენებლის დროინდელი ანისელი სომხების შთამომავლებად მიაჩნიათ.

ეთნოგრაფი სერგი მაკალათია არ გამორიცხავს ვერსიას, რომ ანისიდან წამოყვანილი მოსახლეობის ნაწილი დღევანდელ გორში, ნაწილი კი ახალგორში დასახლდა.

ქალაქი გორი საისტორიო მწერლობაში XIII საუკუნიდან ჩნდება, მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა იგი ქალაქად გადააქცია. მანამდე რა ერქვა ამ ადგილს, რომელიც ანტიკური ხანიდან იყო დასახლებული?

ელდარ მამისთვალიშვილი მიიჩნევს, რომ სიმართლესთან ახლოს დგას ვახუშტი ბატონიშვილის ვერსია: „ამან სახელი მოიგო გორისგან, რომელიც აღმოსრულ არს მუნ დიდი“.

მამისთვალიშვილი აღნიშნავს, რომ ქალაქად ჩამოყალიბებამდე გორი უძველესი დასახლება იყო, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს:

1850 წლის პირველი გათხრებისას გორში აღმოჩნდა პართიული დრაქმების განძი.

XX საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა ე.წ. კოლხური სტატერი (თრაკიის მეფის, ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი), რომელიც ძვ. წ. III–I საუკუნეებს განეკუთვნება.

აღმოჩენილია ეგვიპტის დედოფლის, კლეოპატრას, და ანტონიუსის მოჭრილი მონეტაც.

1939 წლის ივლისში გორის ციხეზე აღმოაჩინეს ძვ. წ. I საუკუნის ქალის ქანდაკების ფრაგმენტი.

1940 წელს, დღევანდელ ჭავჭავაძის გამზირზე, ინსტიტუტის წინ, 2,1 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა საფლავი — მიცვალებული პირდაპირ მიწაში იყო დამარხული, მძივებითა და თიხის ჭურჭლით.

იმავე ტერიტორიაზე მეორე საფლავში აღმოჩნდა ჩვ. წ. I საუკუნის პართიის მეფის დრაქმა, ეგვიპტური მძივები და ლითონის სამკაულები.

როგორც ელდარ მამისთვალიშვილი წერს:
„ასეთი ნუმიზმატიკური მონაცემები, ასეთი თავმოყრა სამონეტო ერთეულებისა, ეჭვგარეშეა, დაკავშირებული იყო მძლავრ და მნიშვნელოვან ბაზართან, რომელიც თავის მხრივ ძლიერ სახელოსნო-სავაჭრო ცენტრს უნდა დაყრდნობოდა“.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას,
რომ
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ
22:14 / 26.03.2026
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში,
მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
12:13 / 26.03.2026
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა
დაკარგა და გზის სავალი
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი
22:10 / 25.03.2026
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა,
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა,
12:08 / 25.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.