ოკუპაცია

,,მე ჩამომართვეს (დაბეზღებით) 80 თხა და ცხვარი, ერთი კვიციანი ცხენი, ორი ძროხა და სამი დეკეული. ამის გარდა წისქვილი ერთი თვალი, რომელიც ღირს არანაკლებ

17:30 / 24.02.2019
,,მთელს მაზრაში 217 ეკლესიიდან დახურულია თვით ხალხის მიერ 134 ეკლესია, ამასთან ერთად, ბევრ ადგილას მოისპო დღეობები"
01:17 / 25.02.2019
გიორგი გაგლოევი 1883 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში.
23:50 / 12.03.2019
ბოლშევიკებმა პირველი სართულის კარები ვერ გააღეს, იმიტომ, რომ მუხის კარია დაყენებული. ეს კარი დღესაც მყარად დგას და ძვრა ვერ უყვეს.
00:15 / 21.02.2019

,,პაპაჩემი შალვა კარგარეთელი დაიბადა 1894 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს. ესეც როგორი დამთხვევაა.

17:21 / 26.05.2019
,,- ორი ბავშვი თივის ზვინში შეძვრა, გამორეკეთ,“ - ღრიალებს ვახშამა. ბოლშევიკმა გვარდიელება თივის ზვინებს ცეცხლი წაუკიდეს. ბიჭები შეეცადნენ გამოძრომას,
00:57 / 22.12.2017
კალენდარი
ახალი ამბები
ეუთო-ს სხდომაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს
ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.

პოლონეთის დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობისა და დიალოგის გაღრმავებას. მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

კანადის დელეგაცია მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანა-სპონსორი.

უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების, ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. აგრეთვე, უკრაინის დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
13:10 / 26.05.2020
დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორში, I ქვეითი
ბრიგადის ბაზაზე, ღონისძიება
დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ღონისძიება
12:18 / 26.05.2020
საქართველომ დამოუკიდებლობა ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს
გამოაცხადა
საქართველომ დამოუკიდებლობა ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა
12:00 / 26.05.2020
გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი
იდენფიცირება
გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენფიცირება
21:30 / 25.05.2020
ვიდეორეპორტაჟი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.

გორის მეათე საჯარო სკოლაში შეჭირვებულ ოჯახებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები

გორის ჰოსპიტალს პირველადი მოხმარების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

უკვე 12 წელია კასპელები სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქრისტეს აღდგომის მახარობლები გორის სასაფლაოზე (VIDEO)
ჩემო ძვირფასებო, იყავით სახლში და იყავით მშვიდად, თქვენს გასაკეთებელს,
,,ზოგჯერ მკურნალთა ხელშია ჩვენი ცხოვრება" - მეუფე ანდრია (გვაზავა)

,,ქრისტიანული თავგანწირვა არ ნიშნავს ფანატიზმს, ბრიყვულ თავდაჯერებულობას, რომ მე არაფერი დამმემართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.