რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მიხეილ დვალიშვილის მიმართ მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე გამოიყენა
20-წლის მიხეილ დვალიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე გამოიყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ მიიღო. 

პროკურორი გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა, თუმცა არასრულწლოვან გოგონასთან ქორწინების ფაქტის გამო ბრალდებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში წარიმართება.

აღაიანში მცხოვრებ მიხეილ დვალიშვილს ბრალი, არასრულწლოვანთან ქორწინების გამო, წაუყენეს. ბრალდებულს გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი. მისი ოჯახი ამბობს, რომ არ იცოდნენ, თუ გოგონა 16 წლის იყო.

გოგონა კი, 2019 წლის მაისში 7-თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ჩვილის მშობლები დაახლოებით 3 წლის წინ დაოჯახდნენ.

გოგონა 2002 წელსაა დაბადებული, ხოლო მისი მეუღლე მასზე 3 წლით უფროსია და უკვე 20 წლისაა.

,,მათი დაოჯახების ამბავი ჩემს დანიშვნამდე მომხდარა. მე მაშინ არ ვიყავი ამ თანამდებობაზე. როგორც გავარკვიე, ისინი 3 წლის წინ შეუღლდნენ. მანამდე რა ღონისძიებები იქნა გატარებული, ეს ჩემთვის არაა ცნობილი" - აცხადებდა სოფლის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი ჩვენთან საუბარში..

აღაიანის სკოლის დირექტორმა ლალი გელხაურმა გვითხრა, რომ ბიჭმა სკოლა აღაიანში დაამთავრა:

,,ამ ბიჭმა ჩვენი სკოლა დაამთავრა, თუმცა, იმაზე ადრე ვიდრე დაოჯახდებოდა. მე-9 კლასიდან გავიდა და მას შემდეგ თბილისში მუშაობდა. სხვათა შორის, მეც და სოფლის მოსახლეობამაც გვიან გავიგეთ, რომ ცოლი მოიყვანა. შემთხვევით მარკეტში გავიგე. ჩვენი სოფელი ძალიან დიდი დასახლებაა. შესაძლოა, მე გვიან ამიტომ გავიგე. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოფელში მათი დაოჯახების შესახებ ამბავი გვიან გავრცელდა" - აცხადებს სკოლის დირექტორი ლალი გელხაური..

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.