რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სურამის კალაპოტის გასაწმენდად კომპანიებს შორის დავა ატყდა
ხაშურის მერიამ 4 კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა იმის გამო, რომ მისმა ხელმძღვანელებმა სათანადო დოკუმენტაცია არ წარადგინეს. სურამის კალაპოტის დაღრმავებისა და გაწმენდის ტენდერში მეხუთე კომპანიამ, ,,ჯორჯიან ბილდმა" გაიმარჯვა. საუბარია ნახევარმილიონიან პროექტზე. ტენდერის საწყისი ფასი 517 000 ლარი იყო.

კომპანია ,,ჯორჯია ბილდი" ხაშურის მერიას არწმუნებს, რომ მას მსგავს სამუშაოებზე საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. კერძოდ, მის დოკუმენტაციაში წერია, რომ იგი კომპანია ,,გზამშენი-18"-ის ქვეკონტრაქტორი იყო. კონკურენტმა კომპანიებმა გადაამოწმეს მისი გამოცდილება და აღმოჩნდა, რომ ,,გზამშენ-18"-ს, მსგავსი ტიპის სამუშაოები არ ჩაუტარებია. შესაბამისად, მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიაც ვერ ჩაატარებდა ასეთ სამუშაოებს. შესაბამისად, გამოცდილებაც არ აქვსო. ისინი მერიას მოუწოდებენ, რომ კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია და ,,ჯორჯიან ბილდთან" ხელშეკრულება არ გააფორმოს.

ხაშურის მერიამ სურამის კალაპოტის დაღრმავებისა და გაწმენდის მიზნით ტენდერი 2020 წლის მარტში გამოაცხადა. 

შეთავაზებული წინადადებები ასე გამოიყურება:

- შპს Georgian Build 413 577 ლარი
- შპს საგზაო 392 000.00
- შპს მშენებელი 379 166
- შპს ნიუპოვერ 377 000
- სს Caqir iafi sanai ve TijareT-is საქართველოს, თბილისის ფილიალი - 349 999

4 კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ მერია იმ კომპანიასთან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, რომელმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

2020 წლის 15 მაისს ხაშურის მერიამ შპს ,,ჯორჯიან ბილდის" წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.

ეს პროცესი არ მოეწონა კომპანია ,,ბანის" წარმომადგენელს, რომელიც ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდა. მის წარმომადგენელს ხაშურის მერიის ქმედება არასამართლიანად მიაჩნია. ,,ბანი"-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაუშვებელია კონტრაქტი ,,ჯორჯიან ბილდთან" გაფორმდეს. კერძოდ:

,,კომპანიას, გამოცდილების შესახებ, მერიისთვის შესაბამისი დოკუმენტი უნდა მიეწოდებინა, რაც არ შესრულდა." - აღნიშნავს ,,ბანის" წარმომადგენელი.
კომპანია Gეორგიან ბუილდ-მა, გამოცდილების შესახებ, გარკვეული სახის ინფორმაცია წარადგინა, თუმცა ეს არასაკმარისად მიაჩნია მომჩივან მხარეს:

,,წარმოდგენილ ინფორმაციაში, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ იგი იყო შპს "გზამშენი-18"-ის ქვეკონტრაქტორი, არ იკვეთება თუ ვისი კონტრაქტორია თვითონ შპს "გზამშენი-18" (აღნიშნული მონაცემი ვერ იქნა მოძიებული) და, ამასთან, მნიშვნელოვანია - შეეძლო თუ არა მას სხვა ქვეკონტრაქტორის აყვანა. შესაბამისად,მერიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა აღნიშნული მონაცემები და შემოწმების შედეგების გარეშე არ უნდა ჩაეთვალა აღნიშნული, შპს Gეორგიან ბუილდ-ის გამოცდილებად." - აღნიშნავს ,,ბანის" წარმომადგენელი.

კომპანია ,,ბანი"-ს წარმომადგენელი თვლის, რომ თავის მხრივ შპს ,,გზამშენი-18"-ის დოკუმენტაციაა მოსაძიებელი, რომლის ქვეკონტრაქტორად ითვლება ,,ჯორჯიან ბილდი".

,,სატენდერო კომისიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა დამკვეთთან შპს "გზამშენი-18"-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების რეალობა, რომელიც ჩვენს მიერ ვერ იქნა მოძიებული ელექტრონულ სისტემაში." - აღნიშნავს ,,ბანი".
ხაშურის მერიას ,,ბანის" ბრალდებებზე ჯერ პასუხი არ აქვს მზად. ამ პასუხს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პროექტს, ეს გულისხმობს სურამულას კალაპოტის გაწმენდა-გაფართოება და ამოღებული მასალით ნაპირებზე დატბორვის საწინააღმდეგო დამბების მოწყობა, ხოლო ძირითადი ნაწილის გატანა დასაწყობება დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე. გასაწმენდი მონაკვეთის სიგრძეა 7.475 კმ. მისი დასაწყისი განლაგებულია ხაშურის დასაწყისიდან (სარწყავი არხის აკვედუკიდან) და სრულდება მდიანრე მტკვართან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.