რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,პატივია წარვდგე ქალაქში, რომელიც პრაქტიკულად, საქართველოს გულია" - კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ხაშურში [R]
ჩემთვის პატივია, წარვდგე თქვენს წინაშე, ქალაქში, რომელიც, პრაქტიკულად, საქართველოს გულია, ერთნაირად ნაცნობი და ახლობელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს თითოეული მცხოვრებისთვის.

სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, რომ ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება და ქალაქი საცობებისგან განიტვირთება, პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.

რასაკვირველია, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ ახალი გზის გახსნასთან ერთად, შენარჩუნებულიყო ის ეკონომიკური აქტივობები, რაც უკავშირდებოდა ძველ საავტომობილო გზას ხაშურში, რათა მოსახლეობამ კვლავაც შეძლოს საკუთარი წარმოებული პროდუქციის რეალიზება. შესაბამისად, ახალ გზაზე მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

განვითარება ვახსენეთ და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული: განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილი და დამტკიცებული გრანტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დროთა განმავლობაში დაიძლიოს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სწორედ ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილზე- ქვიშხეთში, კონკრეტულად "რეზორტ მწერლებში", ეს არის პროექტი, რომელიც განხორციელდა სწორედ სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ასეთი პროექტი უნდა გაკეთდეს ჩვენ ქვეყანაში.

ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ყველა რაიონსა და ქალაქში ჩავდივართ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, თუ რა პროექტებია განხორციელებული და როგორი ხელშეწყობაა სოფლად მცხოვრები ადამიანების მიმართ. ძალიან ბევრი ოჯახი იყენებს იმ პროგრამებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხები ჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი.

თქვენ იცით, რომ 31 ოქტომბერს არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ესაა სიმშვიდე და სტაბილურობა. 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ღირებული და ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები, ყველაფერი მორგებულია ადამიანზე. მე დარწმუნებული ვარ, ეს განვითარების და სტაბილურობის გზა აუცილებლად შენარჩუნდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებები, წარმატებების ისტორიები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.