კალენდარი
ახალი ამბები
,,გორის პანთეონში მარტო ის ხალხი იკრძალება, ვინც ეკლესიას ფულს სწირავს'' - ირმა ამბარდნიშვილი
გორელი მწერლის, ზაურ წაქაძის ოჯახს, გორის პანთეონში, ზაურ წაქაძის დაკრძალვის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ გორის საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამბავი ოჯახისგან შეიტყო, რადგან ზაურ წაქაძის შვილი მისი თანაკლასელია:

,,ზაური წაქაძე გარდაიცვალა, მწერალი, გაზეთის რედაქტორი. ჩემი თანაკლასელის მამა იყო.. გორში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვაზე მეუფემ ოჯახს უარი უთხრა.. ვის არ დაარეკინეს ! არა! აქ მარტო ის ხალხი იკრძალება, ვინც ეკლესიას ფულს სწირავსო! პანთეონზე მაქვს ლაპარაკი!'' - აღნიშნავს ირმა ამბარდნიშვილი.

ის მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარი თვალით ნახონ, თუ ვინაა დაკრძალული პანთეონში:

,,ეხლა ადით და დაიარეთ საფლავები, რომელი მეცნიერი, პოეტი, ხელოვანი არის იქ დაკრძალული? ფულიანები და მორჩა! საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის დედა?- ნათელში იყოს, კარგი ქალი იყო... ვახო ყანჩაველი? - მიქელანჯელო? ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა ! ძალიან! ვაჟა- ფშაველას თუ კლდე ადევს გულზე და სხვების საფლავებიც არ ვიცით, მერე? და საერთოდ ათეისტი ვარ მერე?'' - წერს ირმა ამბარდნიშვილი

ირმა ამბარდნიშვილი იმასაც იხსენებს, დაკრძალვის დღეს " მადლი" გასცა მეუფემ - საფლავის ადგილი ვერაო !მარა ერთი საათით შეგიძლიათ ეკლესიაში დაასვენოთო!

,,ზაური წაქაძე არ მიუსვენებიათ ეკლესიაში..'' - აღნიშნავს საკრებულოს წევრი.

ცნობისათვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მეუფე ანდრიასთან დაახლოებული პირია. ასევე, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი ვახტანგ ყანჩაველი, გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ეპარქიას სხვადასხვა სამშენებლო მასალებით ეხმარებოდა.

"2016 წელს მოხდა ეკლესიის შემოსაზღვრა ღობით, მის მიღმა არსებულ ე.წ. პანთეონის ტერიტორიზე, რომელიც არ არის ეკლესიის ტერიტორიაზე, დაკრძალვის გადაწყვეტილებას არ იღებს არც გორის ეპარქია და არც მისი მმართველი, მეუფე ანდრია'' - აღნიშნავს დეკანოზი ლუკა კარელიძე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წელს მიღებული დადგენილების მიხედვით:

1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება ქალაქ გორის მერთან შეთანხმებით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება შუამდგომლობით მიმართოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა;

ბ) საქართველოს საპატრიარქომ;

გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;

დ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა, საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა.

2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
12:20 / 23.10.2021
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
12:09 / 23.10.2021
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან
წლებში,
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან წლებში,
23:29 / 22.10.2021
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე
შენობაში, რომ
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე შენობაში, რომ
18:03 / 22.10.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
13:00 / 22.10.2021
ვიდეორეპორტაჟი
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
1990 წლამდე მათი ცხოვრება ერთი შეხედვით ბედნიერად გრძელდებოდა, ჰქონდათ სამუშაო
აღმოჩნდა სამარხის ნაშთი, რაზეც ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური,
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.