რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ჩაშლილი პრაიდის ქრონოლოგია, რომელიც პოლიციამ მოძალადეებისგან არ/ვერ დაიცვა
პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და "ალტ-ინფოს" ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, "ლისი ვონდერლენდის" ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

პრაიდის ფესტივალი 16.00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის ისე ჩაიშალა, რომ მონაწილეების უმრავლესობამ მისვლაც კი ვერ მოასწრო.

ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ლგბტქ+ აქტივისტებს თავს დაესხნენ, 12.00 საათზე ორ ადგილას შეიკრიბნენ – თბილისში, ვაჟა ფშაველას ძეგლთან პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერები და მხარდამჭერები და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე – მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" ლიდერი ვატო შაქარაშვილი და სხვები.

ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პრაიდის ჩატარების შესაძლებლობას და მსვლელობით გაემართნენ "ლისი ვონდერლენდის" ტერიტორიისკენ ნუცუბიძის პლატოს გავლით. პრორუსული "ალტ-ინფოს" აქციის ორიათასამდე მონაწილისთვის არავის შეუშლია ხელი მიეღწიათ იმ ადგილამდე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო. პოლიციელები აქციის მონაწილეებს უკან მიჰყვებოდნენ.

ამ დროს ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე იყო მობილიზებული პოლიცია და სპეცრაზმი, რომლებიც აქტივისტებს უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს აძლევდა. თუმცა სიტუაცია მაშინვე დაიძაბა, როცა მოძალადეების ჯგუფმა იქ მიაღწია და საპოლიციო კორდონის გარღვევა დაიწყო. 15.00 საათზე პოლიციამ ფესტივალის დახურულ ტერიტორიაზე მყოფ აქტივისტებს უთხრა, რომ მათი ევაკუაცია სწრაფად უნდა განეხორციელებინათ, რადგან კორდონი გაირღვა და მათ დაცვას ვერ შეძლებდნენ. თბილისი პრაიდის წევრები და ჟურნალისტების ნაწილი [მათ შორის ნეტგაზეთის ჟურნალისტი] პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსებით გაიყვანა.

უფრო ვრცლად: ნეტგაზეთი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.