რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
გრაკლის ჭაბურღილი, რომელშიც 400 000 ლარი გადაიხადეს
ასე გამოიყურება სოფელ გრაკლის სიახლოვეს ჭაბურღილი, რომლის მშენებლობა 356 000 ლარი დაჯდა, ხოლო პროექტირება 42 000 ლარი.

ჯამში 400 000 ლარი გადაირიცხა ბიუჯეტიდან. სულ გათვალისწინებული იყო 700 000 ლარი.

გრაკლის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2022 წლის დასაწყისში დაიწყო.

,,,დღეისათვის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით არ მიეწოდება. საჭიროა ახალი ჭაბურღილის, სატუმბო სადგურის, მიმწოდებელი მაგისტრალისა და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა და მისი არსებულ ქსელზე დაერთება.'' - ასეთი იყო მიზანი, რომლის მიღწევა დაისახა კასპის მერიამ.

,,ვერ წარმოედგინათ, რომ მტკვრის პირზე წყალი არ ამოვიდოდა'' - ამბობს კასპის მერი ვახტან მაისურაძე.

რა მოხდა გრაკალში? რატომ დაიხარჯა თანხა ისე, რომ რისკები არ იყო გათვალსწინებული? 2014 წლის მონაცემებით, გრაკალში ცხოვრობს 225 მოსახლე ცხოვრობს.

კომპანია ,,თექ ჰაივეის'' წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან ჭაბურღილი იმ ადგილას გააკეთა, სადაც პროექტის მიხედვით, დაავალეს. პროექტი კი კომპანია ,,ჰიდრამ'' მოამზადა. კასპის მერიაში აღნიშნეს, რომ ,,თექ ჰაივეის'' შეცდომა განპირობებული იყო კომპანია ,,ჰიდრას'' მიერ მომზადებული პროექტით.

კომპანია ,,ჰიდრამ'' კასპის მერიას აცნობა, რომ საქართველოში ჰიდროგეოლოგიური მიმართულება (რის საფუძველზეც შედგენილია ჰიდროგეოლოგიური რუკები) შესწავლილია წინა საუკუნის 50-80 წლებში, რის შედეგადაც, სტატისტიკურად, სხვადასხვა ტერიტორიაზე მოწყობილი ჭაბურღილებისათვის საექსპლუატაციოდ საკმარისი დებეტი მიიღება 70-90 % შემთხვევაში.

კომპანია ,,ჰიდრა'' არ იზიარებს მერიის პოზიციას. უფრო მეტიც, პროექტის ავტორმა აღნიშნა, რომ ჭაბურღილის მოწყობისათვის საჭირო ჰიდროლოგიური კვლევები სრულდებოდა ჰიდროგეოლოგის მიერ არსებული ჰიდროგეოლოგიური რუკების, საარქივო მასალების, ადგილის დათვალიერების საფუძველზე, რის შედეგადაც შედგენილი დასკვნა იყო სავარაუდო და აღნიშნული დასკვნით მოწყობილ ჭაბურღილს ეწოდებოდა საცდელსაექსპლუატაციო, ხოლო გარანტიას სავარაუდო დებეტის მიღებაზე არ იძლეოდა არც ჰიდროგეოლოგი და შესაბამისად არც მიმწოდებელი.

იმ დროს, როდესაც გრაკალში გაკეთებულ ჭაბურღილიდან წყალი არ ამოვიდა, შპს "ჰიდრამ", საკუთარი ხარჯებით ჩაატარა ალტერნატიულ ადგილზე ბურღვითი სამუშაოები.

კომპანია ,,ჰიდრა'' არც ამ პოზიციას იზიარებს, რადგან მისი მონაცემებით, გრაკალში გაკეთებული მეორე ჭაბურღილიდან საათში ამოდის 2,5 კბ წყალი. კასპის მერია კი საათში 5,8 კბ წყალს ელოდებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ,,ჰიდრა'' სვარაუდო მცდარ კოორდინატებს უკავშირებს გასული საუკუნის 50-80 წწ-ში შედგენილ რუკებს, რომლითაც საქართველოში დღეს კვლავაც სარგებლობენ. კომპანიას ,,ჰიდრას'' თანხა სრულად ჩაერიცხა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი სასჯელის მაქსიმალურ ზომას ითხოვდა,
თუმცა
პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი სასჯელის მაქსიმალურ ზომას ითხოვდა, თუმცა
13:09 / 17.07.2024
,,2024 წლის 22 ივლისს დაგეგმილის გეგმით გათვალისწინებული ცეკვის
კონკურსი.

,,2024 წლის 22 ივლისს დაგეგმილის გეგმით გათვალისწინებული ცეკვის კონკურსი.

11:47 / 17.07.2024
სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ჩართულია ადგილობრივი
მოსახლეობაც.
სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
12:30 / 14.07.2024
თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
გამოიყოფა.

თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.

13:12 / 12.07.2024
26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში
26 ივლისს, ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, თბილისიდან ბათუმში
12:28 / 12.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
26 წლის ტარიელ მიდელაშვილი, კასპში, ფუტკრის რძისგან სამკურნალო პროდუქტებს ამზადებს.
Მარიამ მარიამიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ცხოვრობს.
,,ძალიან კარგი ტურნირი იყო. კარგი ყოფილა გასვლითი შეხვედრები. თუ კიდევ
ჩეხეთის მთავრობა 6 მლნ ლარამდე ხარჯავს, ასევე, სლოვაკეთის მთავრობის დახმარებით,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.