რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ
საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს  გორის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები გაეცნენ.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, საჯარო უწყებებს შორის პირველი შეხვედრა გორში გაიმართა, რადგან გორი იმ მაჟორიტარულ ოლქებს შორისაა, სადაც შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია იმ ახალი სერვისებისა და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ, რომლის გამოყენებითაც პირველ ოქტომბერს როგორც გორსა და კასპში, ისე გურჯაანში შესაბამისი არჩევნები ჩატარდება. საინფორმაციო ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ჩვენ შევხვდებით ყველა საჯარო უწყებისა თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას“.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და როგორ ჩატარდება როგორც პირველი ოქტომბრის, ისე 2024 წლის არჩევნები. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და საკრებულოს წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს მონაწილეთა კითხვებს.

მსგავსი ტიპის შეხვედრები უახლოეს მომავალში კასპის და გურჯაანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთანაც გაიმართება, ვინაიდან გორის მსგავსად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 1 ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება.

სახელმწიფო უწყებებში გამართული შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაცია, ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის სხვადასხვა ლოკაციაზე ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებით გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125
680 ლარი.
ჯარიმების გდახდის შედეგად მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა 125 680 ლარი.
14:00 / 03.10.2024
გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა
მოქალაქეს სცემეს.

გორის პოლიციის თანამშრომლებმა ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა მოქალაქეს სცემეს.

12:20 / 03.10.2024
სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები
2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

სკვერის მშენებლობა 2024 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო.

15:20 / 02.10.2024
,,აღმოჩენილია  20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე
მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
,,აღმოჩენილია  20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი ფიცარი.
11:56 / 02.10.2024
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
მე-11 სკოლას დემონტაჟი 4 წლის წინ ჩაუტარდა და ახლი შენობის
12:06 / 01.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.