რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
20 გორელი ახალგაზრდა, რუსული კანონის გამო, საფრანგეთსა და გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ვეღარ სარგებლობს
გორის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა პავლიაშვილის ცნობით, 20 გორელი ახალგაზრდა საფრანგეთსა და გერმანიაში, გაცვლითი პროგრამით ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

ამის მიზეზი ქვეყანაში, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებული მოვლენები სახელდება.

როგორც მედეა პავლიაშვილი განმარტავს, 10 ახალგაზრდა უნდა გამგზავრებულიყო საფრანგეთში, ხოლო 10 - გერმანიაში:

,,საფრანგეთში მიგვყავდა 10 გორელი ახალგაზრდა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტით, ზღვის სანაპიროზე, თანატოლ გერმანელ და ფრანგ ახალგაზრდებთან ერთად. მოსამზადებელ შეხვედრაზეც ვიყავით, დავგეგმეთ ყველაფერი, აქტივობები, ლოჯისტიკა ა.შ. ვგეგმავდით, რომ საფრანგეთის შემდეგ საქართველოს გვემასპინძლა ამ პროექტისთვის, შემდეგ კი გერმანიაში წაგვეყვანა კიდევ 10 გორელი ახალგაზრდა. ახლა კი ფონდმა ბოლო წუთს გვითხრა, რომ ამ პროექტს ვეღარ დააფინანსებს საქართველოში არსებული ვითარების გამო, რაც საკმაოდ ლოგიკურიცაა.'' - აღნიშნავ მედეა პავლიაშვილი.

იგი აკონკრეტებს იმ დეტალებსაც, თუ ასე უცებ, მხოლოდ ამ პატარა ქეისით, რა დაკარგა საქართველომ. პირველ რიგში ის, რომ 20 გორელი ახალგაზრდა ვეღარ წავა საფრანგეთში და გერმანიაში და ვეღარ განივითარებს უამრავ საჭირო კომპეტენციას. ხოლო ათასობით ევრო აღარ დაიხარჯება საქართველოში ორგანიზებულ პროექტში და ვეღარ შეიტანს წვლილს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

,,დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავს გექნებათ მსგავსი ქეისები ახლა თუ არა, სამომავლოდ მაინც. ხოდა, რას ველოდებით? არა რუსულ კანონს!'' - აცხადებს მედეა პავლიაშვილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
16:05 / 11.02.2025
მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე
არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

12:47 / 11.02.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის
12:09 / 11.02.2025
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე
ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
10:46 / 10.02.2025
რატომ არის ასე რთული შეცდომის აღიარება? მოდი, ვნახოთ, რას ამბობს
ფსიქოლოგია.
რატომ არის ასე რთული შეცდომის აღიარება? მოდი, ვნახოთ, რას ამბობს ფსიქოლოგია.
15:29 / 09.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.