რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები

გიორგი ფეიქრიშვილი, ვასო თათრიშვილი და გუნდ ,,გამბიტის“ სხვა წევრები გუშინ თბილისიდან გორში ჩავიდნენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიეღოთ ფრენბურთის ჩემპიონატში. ისინი გორიდან შინ, ვაზისუბანში გამარჯვებულები გაბრუნდნენ.
თბილისელ ფრენბურთელებს იმდენად მოეწონათ გასვლითი შეხვედრა, რომ გადაწყვიტეს მსგავს ტურნირებში ხშირად მიიღონ მონაწილეობა.
,,ძალიან კარგი ტურნირი იყო. კარგი ყოფილა გასვლითი შეხვედრები. თუ კიდევ სადმე ჩატარდება, ვიაროთ რეგიონებში“ - ეუბნებოდნენ ბიჭები ერთმანეთს.
ტურნირი ფრენბურთში გორის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა. ,,გამბიტი“ პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გორის მე-7 საჯარო სკოლის გუნდმა. ტურნირში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
,,როდესაც მოედანზე შევდივარ, ყველანაირი პრობლემა მავიწყდება; ვიტვირთები ამ პრობლემებიდან, კონცენტრირებული ხარ თამაშზე და საერთოდ არ ფიქრობ პრობლემებზე, ფიქრობ, თუ რომელ ამხანაგს შეგიძლია მისცე პასი; რომელმა შეგიძლია მიგიყვანოს მოგებისკენ და ეს პრობლემები გავიწყდება, ფიქრობ თამაშზე“ - გვეუბნება ვასო, ,,გამბიტის“ მოთამაშე.

იმ ორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ ისეთ საქმიანობას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა მათი განვითარებისთვის და წინსვლისთვის.
ახალგაზრდებისთვის განვითარებისთვის და არა მარტო მათთვის, ზრუნავს ორგანიზაცია ,,ნაბიჯი მომავლისკენ“, რომლის ხელმძღვანელია ქეთევან ბიძინაშვილი. ქეთევან ბიძინაშვილი წლებია შიდა ქართლში ნარკოტიკებისგან მიღებული ზიანის შემცირებისკენ იბრძვის.
ორგანიზაციამ თავის გარშემო შემოკრიბა სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და საფუძველი ჩაუყარა სათემო კოალიციას. სწორედ, ამ კოალიციის ეგიდით ჩატარდა აქტივობა გორში, 25 ივნისს.
,,ეს კამპანია 26 ივნისს უნდა გაგვემართა, მაგრამ იცით, რომ ამ დღეს დიდი ფეხბურთია, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხვდება პორტუგალიას. გადავწყვიტეთ, რომ ერთი დღით ადრე ჩაგვეტარებინა ტურნირი“ - გვეუბნება ქეთი ბიძინაშვილი.
პროექტის სახელწოდებაა "ზრუნვა, პრევენცია და ადამიანის უფლებები"(CPR). მას ევროკავშირი აფინანსებს.

,,ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლები მიმდინარეობს ტურნირი. ევროკავშირის პროექტის სახელი გახლავთ - „ზრუნვა, პრევენცია, ადამიანის უფლებები" და ამ პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში, კერძოდ გორში, შექმნილი არის ჯანსაღი ცხოვრების სათემო კოალიცია მუნიციპალიტეტთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა აქტივისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აი ამ კოალიციის ეგიდით მიმდინარეობს ღონისძიება. ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მრავალ სერვისს - ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების სერვისს და ასევე, ჩვენ ვახორციელებთ მრავალ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიებს წლების მანძილზე. ეს დაფინანსება - ევროკავშირის მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან. რთული სათქმელია რა შეიძლება იყოს მომავალში იმიტომ, რომ აღნიშნული კანონი ალბათ ძალიან შეზღუდავს იმ შესაძლებლობებს, რა შესაძლებლობებიც აქამდე ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმიტომ, რომ მათი უმეტესობა არ უჭერს მხარს აღნიშნულ კანონს. ასევე, პრობლემად მესახება, რომ შეიძლება დაიწყო სერვისების დეფიციტი, რადგან მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აუვა ამ სერვისებს. ძალიან ბევრი მოწყვლადი ჯგუფის და ცხოვრებისეული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის ეს სერვისები. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ერთობლივი სამომავლო გეგმა უნდა გვქონდეს და ამისთვის სხვადასხვა შეხვედრებიც იმართება. ვფიქრობ, რომ კოლეგებთან ერთად მივალთ რაღაცა კონსესუსამდე, თუმცა ეს კანონი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ მოსწონს არცერთს - არც საერთაშორისო და არც საზოგადოებრივ ორგანიზაციას.'' - გვითხრა ქეთი ბიძინაშვილმა.
,,ნაბიჯი მომავლისკენ" სათაო ოფისი გორში მდებარეობს და ფილიალი თელავშიც აქვს, 2006 წლიდან ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრია და აქტიურად მონაწილეობს ქსელის ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობებში.
2007 წლის აპრილდან დღემდე ორგანიზაცია ახორციელებს ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ/შიდსის გავრცელების პრევენციას. 2011 წლის ივლისიდან კი ახორციელებს პროექტს „ C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში“ ( დონორი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი OSI) და ა.შ.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობს შესახებ“, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ,,რუსული კანონი“, შეეხება ,,ნაბიჯი მომავლისკენსაც''. კანონი 2024 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

ქეთი ბიძინაშვილი გვეუბნება, რომ ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს მათ საქმიანობაზე. ,,მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ შეძლებენ მოსახლეობისთვის იმ სერვისების მიწოდებას, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით მოქალაქეებს სთავაზობენ''
მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსობის გამჭვირვალობას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის აპრილსა და მაისში, ხალხმხრავალი პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ძალად, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა.
კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ "რუსული კანონი" უწოდა, რადგან მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში უკვე გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია და სამოქალაქო სექტორი.
,,კარგი ყოფილა გასვლითი შეხვედრა, ხშირად ვიაროთ რეგიონებში" - კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები