რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
თიბისის სტაჟირების პროგრამაზე 1 020-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა
თიბისის სტაჟირების პროგრამამ, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად აცხადებს, ტრადიციულად წელსაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. თიბისის სხვადასხვა მიმართულებაში სტაჟირების პროგრამაზე 1020-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

შერჩევის პირველი ეტაპი, ტესტირება, 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. შერჩევის პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, გრძელდება. ფინალში გადასული საუკეთესო კანდიდატები ანაზღაურებად სტაჟირებას თიბისიში 2025 წლიდან გაივლიან.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 12 თვემდე პერიოდში, თიბისის გუნდის წევრები გახდნენ და რეალურ დროსა და სივრცეში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საინტერესო პროექტის მართვასა და მათ დამოუკიდებლად განხორციელებაში, ისწავლონ წამყვანი პროფესიონალებისგან და კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯები გადადგან. პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები ყველა იმ უნარსა და ცოდნას შეიძენენ, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებაში, სამომავლოდ კი, დასაქმებაში დაეხმარებათ, როგორც თიბისიში, ისე - მათთვის საინტერესო ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიაში.

თიბისის სტაჟირების პროგრამა მრავალფეროვანია და მასში მონაწილეობა სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

- ფინანსები
- ბიზნესი
- მაკროფინანსური ანალიზი
- ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი
- მონაცემთა ანალიზი
- იურიდიული მიმართულება
- ადამიანური კაპიტალი
- გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები (ESG)

“განვითარებაში ყველაზე მეტად ჩვენივე შემოსაზღვრული ჩარჩოები გვიშლის. მათი გარღვევა და ამ ბარიერების დანახვა გვიჭირს, არადა, წარმატებისთვის ყველაზე მთავარია და ვფიქრობ, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, სხვა ყველაფერთან ერთად, თიბისიში ყველაზე კარგად ამას სწავლობ. ამიტომაც, თიბისი კარიერული დებიუტისთვის ყველაზე სასარგებლო ადგილია”, - მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი

თიბისის სტაჟირების პროგრამა იმ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ვისაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და გამოირჩევა ცნობისმოყვარეობითა და გაბედულობით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.