რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მოქალაქეებს, რომლებსაც ორი სახელი აქვთ, პრობლემები ექმნებათ
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს იუსტიციის სახლში უთხრეს, რომ მას დაბადებისას სხვა სახელი ჰქონდა.

ამიტომ, ვადაგასული პირადობის მოწმობის გამოცვლისას, სახელის გრაფაში აღარ ჩაუწერეს ის სახელი, რომელსაც ქალი 55 წელი ატარებდა.

ანალოგიური პრობლემა შეიქმნა გვარზეც. მაგალითად, ნაძალადევის სამშობიარო სახლში დაბადებულ გოგონას უთხრეს, რომ იქ დედის გვარზეა გაცემული მოწმობა. სოფლის საბჭოში კი მამის გვარი მისცეს.

იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა გამოიწვია საარქივო დოკუმენტების მასობრივმა გაციფრულებამ. ხოლო საბჭოთა პერიოდში მმაჩის ბიუროების მზრიდან დაბადების მოწმობების გაცემა წესების დარღვევით ხდებოდა. ამიტომ, მათი შეფასებით, უპირატესობა პირველად დოკუმენტს ენიჭება.

დაზარალებულმა მოქალაქემ სასამართლოში იჩივლა. იგი განცხადებაში განმარტავს, რომ წლების განმავლობაში იყენებდა გვარს, რომელიც კასპის რაიონის მმაჩის ბიუროში მიანიჭეს და რომლის შეცვლაც არ სურს. ამიტომ, ითხოვს, რომ გაუქმდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერილი სახელი.

სასამართლოს აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ არის შესწავლილი. ამიტომ, იუსტიციის სახლს საქმის გადახედვა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსთხოვა. მოსამართლე არ არის დარწმუნებული, რომ იუსტიციის სახლში შეცდომა დაუშვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.