რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
40%-იანი ქეშბექი ყველა საავტომობილო პროდუქტზე - „თეგეტა მოტორსის“ გორის ფილიალებში Black Friday-ს კვირეული დაიწყო
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თეგეტა მოტორსი მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს. ავტომფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით კომპანიის ფილიალებში, რომლებიც მსუბუქ ავტომობილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ემსახურებიან. კვირეულის ფარგლებში ფასდაკლებები დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ ონლაინმაღაზიისა თუ აპლიკაციის მომხმარებლებს.

ფილიალებში 25-29 ნოემბრის ჩათვლით:

ყველა საავტომობილო პროდუქტზე 40%-იანი ქეშბექი.

  • ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს ღირებულების 40% „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე უბრუნდება.

 

  • ქეშბექი მომენტალურად სრულდება და მომხმარებელს შეუძლია, დაზოგილი თანხა დაუყოვნებლივ გამოიყენოს, მათ შორის ნებისმიერი სერვისის მისაღებად (ზეთის შეცვლა, დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და სხვა)

თეგეტა მოტორსი“ გორის მომხმარებელს ორი ფილიალით ემსახურება: პუშკინის ქ.N2; სოფელი კარალეთი

აპლიკაცია და Tegeta Shop: 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით

25%-იანი ფასდაკლება პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე

მრავალფეროვანი არჩევანი, მარტივი ნავიგაცია და სწრაფი შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად - აქციით ისარგებლებენ „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები ციფრული სერვისების გამოყენებისას. ავტომფლობელები შეძლებენ, ონლაინ შეარჩიონ და შეიძინონ ისეთი გლობალური ბრენდების პროდუქცია, როგორებიც არიან:
Bridgestone, Michelin, Pirelli, Continental, Varta, Energizer, Shell, Mobil, Petronas და სხვა საერთაშორისო მწარმოებლები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ხარისხის ეტალონად მიიჩნევიან.

ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=ncYhaxBL7As

რატომ ახლა? - ზამთარი იწყება

ზამთრის სეზონისათვის მანქანას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დაშვებული.

Black Friday-ს შეთავაზებები სწორედ ის დროა, როდესაც მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეუძლია, მოამზადოს ავტომობილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

რატომ „თეგეტა მოტორსი“?

  • მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი ქვეყნის მასშტაბით;

  • საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი;

  • თანამედროვე დანადგარები სერვისში;

  • გამოცდილი მექანიკოსები და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.