რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორებს დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილის მხრიდან ქვის სროლის ფაქტი საერთოდ არ უხსენებიათ.

შესავალ სიტყვაში პროკურორმა ნინო ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაზარალებულ აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილს შელაპარაკება მოუვიდა სამ პოლიციელთან, რომლებიც იყვნენ მართლწესრიგის დაცვის ოფიცრები.

ესენი არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, საბა წაველიძე და საბა მეტრეველი.

შელაპარაკების შემდეგ, მართლწესრიგის დაცვის ოფიცრებმა პატრული გამოიძახეს, შემდეგ კი ადგილზე გორის შს სამმართველოს განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. პროკურორის განცხადებით, პოლიციელებმა 2 მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადეს.

ნინო ზურაბიშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ აუცილებელია დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა, რადგან მათი მეგობრობიდან და თანამშრომლობიდან გამომდინარე, შესაძლოა ხელი შეეშალოს გამოძიებას.

შეგახსენებთ, გორში, 27 მაისს, ორი მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი პოლიციელებმა სცემეს. დაკავებულია 6 პოლიციელი. მათ შორის - ის ორი ის პოლიციელი, ვინც შელაპარაკებაში მონაწილეობდა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შეუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გულშემატკივრებს შორის ესკალაციის
თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება
გააძლიერეს.

გულშემატკივრებს შორის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით სამართალდამცველებმა პატრულირება გააძლიერეს.

18:00 / 23.07.2026
გორის მერის ინიციატივით,
მოზარდები ბოშურში პოლიციის თანამშრომლებს შეხვდებიან.

გორის მერის ინიციატივით, მოზარდები ბოშურში პოლიციის თანამშრომლებს შეხვდებიან.

16:59 / 23.07.2026
სასამართლომ ბრალი
გადააკვალიფიცირა და დამნაშავეს 7000 ლარის ჯარიმა დაუწესა.

სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა და დამნაშავეს 7000 ლარის ჯარიმა დაუწესა.

15:21 / 23.07.2026
ონისე ოქრიაშვილს, გუშინ, 22 ივლისს, სახლთან დახვდნენ და თავს
დაესხნენ.
ონისე ოქრიაშვილს, გუშინ, 22 ივლისს, სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენ.
13:09 / 23.07.2026
ხაშურელი ჰაკერი სასჯელის განახევრებას და ხაშურის სასამართლოს
2024 წლის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.
ხაშურელი ჰაკერი სასჯელის განახევრებას და ხაშურის სასამართლოს 2024 წლის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.
11:21 / 23.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.