რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საავადმყოფოში შეძენილი ინფექციით გარდაცვლილი პაციენტები ქარელში
ქარელის საავადმყოფოში, ბოლო ერთ წელიწადში, ნოზოკომიური ინფექციით 3 პაციენტი დაავადდა, მათგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადების შესახებ შეტყობინება ქარელის კლინიკიდან მიიღეს.

ქარელის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ირინა ფარეხელაშვილის განცხადებით, შემთხვევები შეეხებოდა 75, 78 და 79 წლის მამაკაცებს.

საკვლევი მასალიდან გამოვლინდა ფსევდომონა და კლებსიელა. კლინიკას მიეცა რეკომენდაცია, გაატაროს მკაცრი პროფილაქტიკური ღონისძიებები, კერძოდ:
1. ინფექციის კონტროლის ორგანიზება;
2. ჰიგიენის, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვა;
3. დეზინფექციისა და სტერილიზაციის კონტროლი;
4. ინვაზიური მანიპულაციების ზედამხედველობა;
5. ანტიბიოტიკების რაციონალური მართვა;
6. პერსონალის კონტროლი და მონიტორინგი.
ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე ფარეხელაშვილის თქმით:

„როდესაც პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში სტაციონარში წევს, დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვადასხვა ინფექცია განუვითარდეს. ზოგიერთი მათგანი აპარატზეა შეერთებული და ასეთ შემთხვევებში ინფექციის განვითარების რისკი იზრდება. მსგავსი შემთხვევები შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წელს და ნებისმიერ საავადმყოფოში,“ – განაცხადა ირინე ფარეხელაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
17:52 / 24.10.2026
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ
თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
19:41 / 23.10.2026
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
13:55 / 23.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.