რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ვეტერანის მიმართ თავდაცვის სამინისტროს ანაზღაურება დაეკისრა
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ მოქმედებში მონაწილეობდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 26 668 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

გადაწყვეტილება უკავშირდება სახელმწიფო კომპენსაციას, რომლის მიღებას ვეტერანი (2018-23 წწ-ში) ვერ ახერხებდა, რადგან თავდაცვის სამინისტრო ნამსახურობის წლებს არასწორად ითვლიდა.

საქმის მასალების მიხედვით, ომის ვეტერანს ყოველწლიური კომპენსაცია 2018 წლიდან უნდა მიეღო. უწყება თვლიდა, რომ 2018 წელს მისი ნამსახურობა 20 წელზე ნაკლები იყო, შესაბამისად კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა. კომპენსაცია 2023 წლიდან დაინიშნა.

ვეტერანი თვლიდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ნამსახურობის წლებსი არასწორად დაუთვალა. დაიწყო დავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნამსახურობის საერთო პერიოდში სახელმწიფოს მიერ უნდა ჩათვლილიყო 1993 წელს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დრო, განსაკუთრებული პირობებით, შეღავათიანი დათვლის წესით.

შეღავათიანი დათვლის წესი გულისხმობდა იმას, რომ 1 დღე უნდა ჩათვლილიყო 3 დღედ. შედეგად, ვეტერანის ნამსახურობა 25 წელზე მეტი გამოვიდა.

ახალი გაანგარიშებით, 2018 წლის მარტიდან 2023 წლის დეკემბრამდე ვეტერანს სახელმწიფოსგან უნდა მიეღო ჯამში 26 668 ლარი. სამივე ინსტანციის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს თანხის ანაზღაურება დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მის გაცემაზე უარს აცხადებდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე
გაუხანგრძლივეს.
მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას ვადა 21 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.
13:55 / 23.10.2026
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა.
ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან
ესტუმრებიან.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2023 წელს სტიქია მოხდა. ეკოცენტრის წარმომადგენლები ტანის ხეობის ამ მონაკვეთს 2027 წლიდან ესტუმრებიან.
12:31 / 23.10.2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში
გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია
გათვალისწინებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „საბა კონსტრაქშენი“ გამოცხადდა. ჯამში 9.7 მლნ ლარია გათვალისწინებული.
11:16 / 23.10.2026
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა
გამოკრული.
წყლით სავსე თხრილები არ არის შემოღობილი, არც საინფორმაციო დაფაა გამოკრული.
18:56 / 22.10.2026
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია
აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან
იყვნენ პატიმრობაში.
როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, 45 წლის და 49 წლის მამაკაცები 2024 წლის 16 სექტემბრიდან იყვნენ პატიმრობაში.
17:47 / 22.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.