ხაშურის ცენტრალურ მოედანზე კონფიგურაციის შეცვლა და ე.წ. საგზაო კუნძულების მოწყობა იგეგმება. მოსახლეობის ნაწილის განცხადებით, გზის კონფიგურაციის ცვლილებამ შესაძლოა გადაადგილება გაართულოს, თუმცა ხაშურის მერი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„იყო ამ თემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება, რომ დავიწროვდა გზა. ექსპერიმენტები ბევრჯერ ჩავატარეთ და მინდა გითხრათ, რომ ამის პრობლემა არ იქნება. თუ დავიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს, არ იქნება შეზღუდვა“, - განაცხადა ჩადუნელმა მერიის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ხაშურის მოედანზე საპარკინგე ადგილებიც მოეწყობა, საგზაო კუნძულებზე დამონტაჟდება განათება და გამწვანებას გაანათებს.
„ყველა კუნძულზე იქნება გასარწყავება. ცენტრალურ მოედანზე გაყვანილი იქნება ინტერნეტკაბელი და იქნება პატარა მონიტორი. დამონტაჟდება კამერებიც“, -განაცხადა ხაშურის მერმა.
მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, კუნძულების კონფიგურაციის კორექტირება შესაძლებელი იქნება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები