სახალხო დღესასწაულ „გორობაზე“ გორის მერიის სპორტის განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა საპროტესტო აქცია გამართა. იგი ღონისძიებაზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, პლაკატით — „არა დისკრიმინაციას“ მივიდა.
როგორც კეჩხუაშვილი აღნიშნავს, პროტესტის მიუხედავად, მას ყურადღება არ მიაქცია გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა, რაც გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალაშიც ჩანს. აღსანიშნავია, რომ კეჩხუაშვილი და შიოშვილი 2012 წლიდან „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ. „მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ჩემს 2012-წლიან თანამებრძოლ თ.შ-ს“, — წერს აქციის მონაწილე.
კეჩხუაშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე მას მხოლოდ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, მარლენ ნადირაძემ მიულოცა. პროტესტის მონაწილემ მას უპასუხა, რომ მილოცვა არ სჭირდება, ხოლო როცა ბანკი სამსახურიდან გათავისუფლებულ ქალს მიაკითხავს, მათთან გააგზავნის.
შეგახსენებთ, რომ თეა კეჩხუაშვილი გორის მერიაში აღარ მუშაობს. იგი მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემ სპორტის განყოფილების გაუქმების შემდეგ გაათავისუფლა. კეჩხუაშვილის თქმით, განყოფილების მამაკაცი თანამშრომლები მერიაში სხვა პოზიციებზე დასაქმდნენ, თავად კი სამსახურის გარეშე დატოვეს, რის გამოც იგი მომხდარს დისკრიმინაციად აფასებს და პროტესტის გამოხატვაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
ამასთან, 1-ელ ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, თეა კეჩხუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: „მე მახსოვს 1 ოქტომბერი და ისიც მახსოვს, დღეს „გამოჩენილი ოცნებები“ რომ არიან, რას აკეთებდნენ მაშინ… გადახედეთ ჯერ მარტო გორის საკრებულოს“.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები