რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ნაბახტევში სკოლის მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია - განათლების მინისტრის შეხვედრა ხაშურში და რესურსცენტრის განცხადება

12 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში მცხოვრებ მოქალაქეებს ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებას დაჰპირდა. გასული წლის სექტემბერში მინისტრმა ადგილობრივებს, რომლებსაც ადგილზე მხოლოდ ამოთხრილი ორმო დახვდათ, განუცხადა: „კიდევ 16 თვე მოიცადეთო“.

აღსანიშნავია, რომ ნაბახტევში სასწავლო პროცესი უკვე 6 წელია შეწყვეტილია. მსგავსი რთული ვითარებაა მუნიციპალიტეტის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც, მათ შორის ხაშურის მე-4 საჯარო სკოლასა და სოფელ ვაყაში.

ამ ფონზე, 2026 წლის 4 ოქტომბერს, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის „სასკოლო საზოგადოებას“ შეხვდა. სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: „პედაგოგებს, მშობლებს, სასკოლო საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ“. თუმცა, უწყების ოფიციალურ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ კონკრეტულად რა შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს მათ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული პოსტი ხაშურის რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ საკუთარ გვერდზე გააზიარა წარწერით: „მერი, გუბერნატორი, საკრებულოს თავმჯდომარე და მე, სკოლებთან დაკავშირებით რასაც გპირდებით, ყოველთვის ვასრულებთ!“.

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე სხვა მაღალჩინოსნებიც, კერძოდ, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე და მინისტრი გივი მიქანაძე ჩანან, თუმცა რესურსცენტრის უფროსს ისინი საკუთარ მადლიერების შემცველ განცხადებაში არ უხსენებია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახალხო დღესასწაულ „გორობაზე“ გორის მერიის სპორტის განყოფილების
ყოფილმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა, ხელისუფლების
წარმომადგენლების წინაშე საპროტესტო აქცია გამართა.
სახალხო დღესასწაულ „გორობაზე“ გორის მერიის სპორტის განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე საპროტესტო აქცია გამართა.
21:17 / 04.10.2026
მუსიკოსს აღნიშნული წოდება და ჯილდო საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცა.
ცნობისთვის, გუნდი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე
ფუნქციონირებს.
მუსიკოსს აღნიშნული წოდება და ჯილდო საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცა. ცნობისთვის, გუნდი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე ფუნქციონირებს.
18:50 / 04.10.2026
სასწავლებლის მტკიცებით, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები
განათლების სამინისტრომ დაფინანსა და მაღალჩინოსნებს ამ სერვისებით არ
უსარგებლიათ.
სასწავლებლის მტკიცებით, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები განათლების სამინისტრომ დაფინანსა და მაღალჩინოსნებს ამ სერვისებით არ უსარგებლიათ.
17:52 / 04.10.2026
ხაშური-სურამის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრ „ახალ ბანაში“
მოქმედმა „ავტოზონამ“ ჩეხეთის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა
მიიღო.
ხაშური-სურამის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრ „ახალ ბანაში“ მოქმედმა „ავტოზონამ“ ჩეხეთის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
17:01 / 04.10.2026
ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში ყველა სამეწარმეო საქმიანობას
წყვეტს. მიზეზად სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ ჯარიმასა და ქონების
დაყადაღებას ასახელებს, რის გამოც საბანკო სესხებით სარგებლობას ვეღარ
ახერხებს.
ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში ყველა სამეწარმეო საქმიანობას წყვეტს. მიზეზად სახელმწიფოს მიერ დაკისრებულ ჯარიმასა და ქონების დაყადაღებას ასახელებს, რის გამოც საბანკო სესხებით სარგებლობას ვეღარ ახერხებს.
13:46 / 04.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.