გორში, სადგურის დასახლებაში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრი მე-11 საჯარო სკოლის მშობლებსა და მოსწავლეებს მშენებლობის გაჭიანურების შესახებ ესაუბრა.
„შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა. მინისტრი 20 დღეში სასკოლო საზოგადოებას კვლავ ადგილზე შეხვდება, გააცნობს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და სკოლის დასრულების დაზუსტებულ ვადას", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გორის მე-11 საჯარო სკოლა 2022 წლიდან შენდება. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა 6-ჯერ გაუხანგრძლივეს. ბოლო ვადა 2026 წლის 20 ოქტომბერს ამოიწურა, ადგილზე კი კვლავ მხოლოდ კონსტრუქციებია. 11 მლნ ლარიდან ამ დროისთვის გადარიცხულია 4.5 მლნ ლარი.
პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეზოს კეთილმოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ეზოს კეთილმოწყობა 2030 წლამდე უნდა დასრულდეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები