ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი და მისი კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ სახელმწიფო ტენდერებში კვლავ გამოჩნდა.
2026 წელს, აღნიშნულ კომპანიას ბაღებისა და სკოლების, მათ შორის, დაუმთავრებელი საგანმანათლებლო ობიექტების დასრულება უკვე ჩააბარეს.
გაფორმებულია ხელშეკრულებები შემდეგ ობიექტებზე:
-
ატენის სკოლის რეაბილიტაცია - 6 მლნ ლარი;
-
მოხისის სკოლის რეაბილიტაცია - 9 მლნ ლარი;
-
სვენეთის, მერეთის, ზეღდულეთის და სათემოს საბავშვო ბაღების მშენებლობა - 9.28 მლნ ლარი;
-
რუისის საბავშვო ბაღის დასრულება - 3.07 მლნ ლარი;
-
სკოლების ეზოს კეთილმოწყობა ქვეყნის მასშტაბით - 25 მლნ ლარი.
„საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულების მომზადების პროცესშია უფლისციხის სკოლის რეაბილიტაციის ტენდერიც, რომლის ღირებულება 7.9 მლნ ლარია.
ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრიდანაა. მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვის წევრები დააკავეს, ცენტრალური არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენმა საქართველო დატოვა.
„საბა კონსტრაქშენი“ იყო ის კომპანია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პერიოდში „განახლებული რეგიონების“ პროგრამაში მონაწილეობდა.
გამოცემა „აი, ფაქტი“ 2024 წელს წერდა, რომ შპს „საბა კონსტრაქშენს“ 2013 წლიდან 2024 წლამდე სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 1.6 მილიარდი ლარის ღირებულების კონტრაქტები ჰქონდა მიღებული.
„საბა კონსტრაქშენი“ დაარსდა 2012 წლის აპრილში. კომპანიის 100%-იანი მფლობელი არის „საბა ინვესტი“ - სლავა შერაზადიშვილი. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს კომპანიის დირექტორი ლევან თარგამაძე.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები