რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის გამართლების ვერდიქტი უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი გამართლდა.

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის ცნობით, 112-ზე ბავშვმა დარეკა და სასწრაფოდ პატრულის დახმარება ითხოვა. 112-ზე განხორციელებული ჩანაწერის მიხედვით, თუ პატრულის თანამშრომლები დროულად არ მივიდოდნენ, ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.

პროკურორის მტკიცებით, ბრალდებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და ოჯახის წევრებს ნაჯახით ემუქრებოდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს. გადაწყვეტილების მიხედვით, განმარტეს, რომ ბრალდებულს არც ცული მოუქნევია და არც დამუქრებია. წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ახსნა-განმარტებები კი სიცრუეა.

მოსამართლის განმარტებით, დაზარალებულთა ახალი განმარტებების საფუძველზე, არ შეიძლება ბრალდებული დამნაშავედ იყოს ცნობილი.

პროკურორი სამ ინსტანციაში ცდილობდა სასჯელის დაკისრებას, თუმცა არც ერთგან მისი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული
რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
15:41 / 27.10.2026
მისი თქმით, მოქალაქეების თანადგომით ბინის გარეშე დარჩენას გადაურჩა,
ხოლო მერიიდან გათავისუფლება მერიის კულტურის სამსახურის უფროსის
მოადგილის 18 000-ლარიანი წიგნის დაფინანსებაზე უარს უკავშირდება.
მისი თქმით, მოქალაქეების თანადგომით ბინის გარეშე დარჩენას გადაურჩა, ხოლო მერიიდან გათავისუფლება მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილის 18 000-ლარიანი წიგნის დაფინანსებაზე უარს უკავშირდება.
13:03 / 27.10.2026
2026 წელს ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილის კომპანიას ბაღებისა და
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩააბარეს, მათ შორის დაუმთავრებელი
საგანმანათლებლო ობიექტების დასრულებაც.
2026 წელს ბიზნესმენ სლავა შერაზადიშვილის კომპანიას ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩააბარეს, მათ შორის დაუმთავრებელი საგანმანათლებლო ობიექტების დასრულებაც.
20:03 / 26.10.2026
მინისტრის თქმით, შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი
არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები
შექმნა. ის 20 დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მინისტრის თქმით, შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა. ის 20 დღეში საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
19:13 / 26.10.2026
სააგენტოს ცნობით, ტაძარში გამოვლენილია ნესტით გამოწვეული
დაზიანებები, ბზარები კამარებსა და საყრდენ თაღებში, დაზიანებული ქვის
ელემენტები და არასტაბილური საყრდენი ბურჯები.
სააგენტოს ცნობით, ტაძარში გამოვლენილია ნესტით გამოწვეული დაზიანებები, ბზარები კამარებსა და საყრდენ თაღებში, დაზიანებული ქვის ელემენტები და არასტაბილური საყრდენი ბურჯები.
18:27 / 26.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.