კომპანია „ჯე ტრანსის“ დირექტორმა ელგუჯა კუბიაშვილმა ხაშურის მერს, პაატა ჩადუნელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ საწვავის ფასის ზრდის გამო მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის საჭიროა დამატებითი ფინანსების გამოყოფა.
როგორც კომპანიის დირექტორი ელგუჯა კუბიაშვილი განმარტავს, საწვავის ფასის ზრდასთან ერთად აუცილებელია კილომეტრაჟის ფასის ცვლილება.
„ბატონო პაატა, როგორც თქვენთვის ცნობილია, შპს „ჯე ტრანსი 2025“ ახორციელებს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ჩვენს კომპანიას შორის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების დადების დღიდან საწვავის ფასი მნიშვნელოვანწილად გაიზარდა, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს შესაბამისი ცვლილების შეტანა ხელშეკრულებებში და გაიზარდოს კილომეტრაჟის ფასი", - სწერს კომპანიის დირექტორი მერს.
2026 წლის 26 ოქტომბერს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. 1 კმ-ის გავლაში ხაშურის მერია კომპანიას, ნაცვლად 4.72 ლარისა, 4.93 ლარს გადაუხდის.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები