კომპანია „ძამა ფორესტი“ სუქანაანთუბანში, მრავალსართულიანი სასტუმროს ნაცვლად, კოტეჯებს ააშენებს.
ახალი პროექტი ქარელის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს წევრებმა თანხმობა განაცხადეს, რომ ძამის ხეობაში კოტეჯური ტიპის დასასვენებელი სივრცე აშენდეს.
კომპანიამ სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა 2024 წელსაც მოითხოვა. წარმოდგენილი პროექტით ირკვევა, რომ კონცეფცია შეცვლილია.
„ძამა ფორესტი“ 2021 წელს დაარსდა. ამჟამინდელი მფლობელები ნიდერლანდების მოქალაქეები არიან: ფრანკ ნიკო ვან ბაარდვაიკი (47.5%), ნანა კერესელიძე [ორმაგი მოქალაქე] (47.5%) და სოფელ კეხიჯვარში მცხოვრები დიმიტრი ბანკანაშვილი (5%).
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები