გორის მერიის ინფორმაციით, ჯამში გადაიხედა 22 კერძო და იურიდიულ პირთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების პირობები. შედეგად, მიწის ნაკვეთებით სარგებლობის გადასახადი სამჯერ გაიზარდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, მარლენ ნადირაძის განცხადებით, მოქალაქეები და კომპანიები მერიისგან მიწებს შეღავათიან ფასად იღებდნენ, შემდეგ კი მათ გაცილებით ძვირად აქირავებდნენ და მნიშვნელოვან მოგებას ნახულობდნენ.
მერიის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში „იაფად გაცემულ" მიწებს შორის აღმოჩნდა გორის მერის მოადგილის, თამაზ შიოშვილის მიერ აუქციონის წესით 41 წლით აღებული მიწის ნაკვეთიც.
თამაზ შიოშვილმა 2 000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი 2020 წელს, წმინდაწყლის დასახლებაში მიიღო კომერციული ფართის მოსაწყობად. მერიის ანგარიშის მიხედვით, ყოველთვიური გადასახადი თავდაპირველად 400 ლარით განუსაზღვრეს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2041 წლამდე გრძელდება.
ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული მიწით მოსარგებლეს გადასახადი 1 106 ლარით გაუზარდეს და 1 546 ლარი დააკისრეს.
საჯარო რეესტრის მიხედვით, თამაზ შიოშვილმა აუქციონის წესით მიღებული მერიის ნაკვეთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით სხვა პირებზე გადააფორმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები