გორის მერიის ავტომანქანებს პარკირების საშვები არ აქვთ, თუმცა მათ პარკირების წესების დარღვევისთვის არავინ აჯარიმებს. goriparking.ge-ს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ავტომობილებზე არც ერთი პარკირების საშვი არ არის გაცემული.
სამაგიეროდ, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე მითითებულია, რომ გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ავტომობილები დედაქალაქში საშვით სარგებლობენ.
მაგალითად, მერიის პირველ პირზე განპიროვნებული ავტომობილისთვის თბილისის პარკინგზე 2023-2024 წლებში 800 ლარია გადახდილი.
რაც შეეხება გორს, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთი წლის განმავლობაში 18 913 მოქალაქეს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.
გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ინფორმაციით, მერიის ავტოპარკი 16 ავტომობილისგან შედგება.
რატომ არ აქვთ მუნიციპალურ ავტომობილებს გორში პარკირების საშვები და რატომ ექცევიან განსხვავებულად რიგით მოქალაქეებს, ამ შეკითხვებზე მერიის პრესსამსახურში არ პასუხობენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები