რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ბერბუკში დევნილ ბავშვებს ბურთები ჩაუტანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის დასახლებაში ბავშვებს ბურთები ჩაუტანეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ აღნიშნულ დასახლებაში მოზარდები ახალ სტადიონზე ბურთის გარეშე იყვნენ დარჩენილები.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის დიმა გოგიაშვილის თქმით, ახალი ბურთებით ახალგაზრდების მონაწილეობით, ფრენბურთის მატჩიც კი გაიმართა.

ღონისძიება პროექტის „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში“ ფარგლებში მოეწყო.

მეგობრულ მატჩს დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებმა დევნილ ბავშვებს სპორტული ფორმებიც გადასცეს. 

ახალგაზრდების წახალისებისა და გააქტიურების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით, 7 პროექტი განხორციელდა.

დევნილთა ჩასახლებებში მოეწყო მინი სპორტული მოედნები, საჯარო სკოლებში შეიქმნა ახალგაზრდული კლუბები.

აქტიურმა მოსწავლეებმა ტრენინგ-კურსების გავლის შემდგომ, გამოიკვლიეს თემისა და სკოლის საჭიროებები და მათ მოსაგვარებლად პროექტები მოამზადეს. პროექტის დახურვა სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში მოეწყო.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ პროექტს „ომის შედეგად დაზარალებული თემების გაძლიერება შიდა ქართლში“, 2013 წლიდან ახორციელებს.

პროექტის მხარდამჭერია და ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.