რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მაიამის ლაბორატორიაში გრაკლიანის წარწერა ჩვ.წ. აღ-ის ХI–X სს-ით დაათარიღეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთთან, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილი წარწერა აშშ-ს ქალაქ მაიამის ლაბორატორიაში ჩვ.წ. აღ-ის ХI–X სს-ით დაათარიღეს.

ამერიკელმა მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ნიმუში ძვ.წ. აღ-ით 1005-920 წლებს განეკუთვნება.

წარწერა 2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა.

ვახტანგ ლიჩელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გასულ წელს ამბობდა, რომ წარწერა დაახლოებით 2700 წლის წინანდელია.

,,წარწერა ძველი წელთ აღრიცხვის VII საუკუნით დათარიღებულ საკურთხევლის პოსტამენტზეა ამოტვიფრული. სწორედ, ამ წარწერით დავადასტურებთ, რომ საქართველოში დამწერლობა 2700 წლის წინ დაიწყო." - გვითხრა ვახტანგ ლიჩელმა.

მისმა ექსპედიციამ უძველესი ტაძრის და ორი საკურთხევლის ნანგრევებიც იპოვა.

ერთსტრიქონიანი წარწერა ვახტანგ ლიჩელის ექსპედიციას, სწორედ, საკურთხევლის კვარცხლბეკზე შეხვდა.

არის თუ არა ეს დამწერლობა, რამდენიმე არქეოლოგს კვლავ კითხვის ნიშნები აქვს. მაგალითად, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი ფიქრობს, რომ სახეზე გვაქვს ნიშან-სიმბოლოები, თუმცა სიძველე აშკარაა.

აქამდე ცნობილი უძველესი ქართული დამწერლობის პირველი ნიმუში პალესტინის ქართულ მონასტერშია ნაპოვნი, რომელიც დაახლოებით 433 წლით თარიღდება, ხოლო ბოლნისის სიონის წარწერა — 493-94 წწ-ით თარიღდება. ჯვრის მონასტრის წარწერა კი, — VI-VII საუკუნეების მიჯნას ეკუთვნის.

ექსპედიციის ავტორი და თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ რაკი ახალი აღმოჩენა საკურთხეველზეა ამოტვიფრული, ქურუმებისთვის გასაგებ ენაზე რელიგიური შინაარსის იქნება.

თუ აღმოჩნდება, რომ გრაკლიანის წარწერა დამწერლობის ნიმუშია, მაშინ დადასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წერა ფინიკიელებზე 200 წლით ადრე დაუწყიათ.

„გრაკლიან გორაზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. არქეოლოგები ათეული წლების მანძილზე ელოდნენ ამ ძეგლის გათხრას. ძეგლის მნიშვნელობაზე სამაქანო გზის პირას გაშიშვლებული დამწვარ-დანახშირებული ფენები მიუთითებდა. პირველად იულონ გაგოშიძემ წამოიწყო გათხრები. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ნავთობის მილის ჩადების დროს დაზიანდა მძლავრი კულტურული ფენები. მაშინ გამოჩნდა თავდაცვითი კედლის თუ კოშკის ნაშთი. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არტეფაქტები ელინისტურ ხანას (ძვ.წ. 3-1 საუკუნეებს მიეკუთვნებოდა. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე ეაქპედიციაც მოეწყო გრაკლიანზე. მნიშვნელოვანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწყებული მრავალწლიანი სამუშაოები (ხელმძღვ. ვ. ლიჩელი). რამდენიმე წლის მუშაობამ აჩვენა, რომ ძეგლი სხვადასხვა ეპოქის ფენებს შეიცავს. თუმცა, ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ის განსაკუთრებით ინტენსიურად იყო ათვისებული. ძეგლზე მოპოვებული არტეფაქტები, სამარხები და ნამოსახლარი მნიშვნელოვან ინფორმაცია შეიცავენ და ნამდვილად ამდიდრებენ ჩვენს ცოდნას, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარი საავტომობილო მაგისტრალის პირას არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა. ჩემი პოსტიც გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის შესახებ ერთი, ჩვეულებრივი ინფორმაციის შემცველი იყო. ინტერესი გამოიწვია გასულ წელს გრაკლიანზე აღმოჩენილმა ე.წ. წარწერებმა. ამ წარწერებს მე დღესაც ეგრეთწოდებულს ვუწოდებ. ბევრი ჩემი კოლეგის მსგავსად მიმაჩნია, რომ გრაკლიანზე მიკვლეული გამოსახულებები ნიშან-სიმბოლოებია და არა ასო-ნიშნები“. - წერს არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი.








ფოტოები გადაღებულია გიორგი გიგაურის და გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.