რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ქართველმა ფერმერებმა ჩინეთში ერთთვიანი სასწავლო ტრეინინგი გაიარეს
საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ჩინეთში 21-მა ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარა.

ტრეინინგი სპეციალურად ქართველი ფერმერებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მონაწილეებმა ჰუნანის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების ლექციები მოისმინეს ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურისა და მართვის საკითხებზე.

სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილში, საველე ვიზიტების დროს, ქართველი ფერმერები, ჩინელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ადგილზე გაეცნენ სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებს.

სასწავლო კურსის ბოლოს, ტრეინინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრეინინგები თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.

ჯგუფი 2008 წლიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ახდენს ფერმერთა გადამზადებას. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში 200-მდე ფერმერისთვის 5 სასწავლო კურსი ჩაატარა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.