რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძე თორტიზისა და ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობას შეხვდა (R)
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე თორტიზისა და ბერბუკის სოფლების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე, მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე , შედეგად მივიღეთ , რომ ამ დროისთვის 150 000 მეტ ადამიანს რეგიონებში გაუუმჯობესდა სასმელი წლის მიწოდების ხარისხი და გრაფიკი.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი საგზაო ინფრასტრუქტურა რევოლუციური ტემპით განვითარდება. ჩვენს მოსახლეობას აღარ ექნება გზის , წყლის, ელექტროენერგიის, გაზის , ინტერნეტის პრობლემა. ჩვენ შევქმნით დასავლური სტანდარტებისა და ღირებულებების ქვეყანას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება“- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იოსებ მაკრახიძე ასევე შეხვდა ქალაქ გორში ე.წ „ტუბრაზის“, ცენტრისა და სადგურის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩველს პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წინაარჩევნო პროგრამა გააცნო , მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე , ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

„ჩვენს გამარჯვებამდე სულ უფრო ცოტა რჩება.მინდა თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისთვის. ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ არსებული პრობლემების მოგვარებასა და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების შექნმას. ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელთა შორის უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიაა. საქართველოს ხელისფლების 4 პუნქტიანი გეგმის ამოსავალ წერტილს სწორედ ეკონომიკური გარღვევა წარმოადგენს, რის შედეგათაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის კურსი განვითარებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული რჩება ჯანდაცვის სფერო.შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა, ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა. კიდევ უფრო მაშტაბური გახდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება“, განაცხადა „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
ჯანსაღი ღიმილის დაცვა: ყველაფერი კარიერის შესახებ
12:23 / 03.09.2025
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.