რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის წარჩინებულ 3 სტუდენტს ,,სარაჯიშვილის" სტიპენდია დაენიშნება
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამ სტუდენტს კომპანია
,,სარაჯიშვილის" სახელობის სტიპენდია დაენიშნება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
სტიპენდიის დანიშვნის შესახებ უნივერსიტეტში კომპანიის წარმომადგენლის დავით აბზიანიძის ვიზიტისას გახდა ცნობილი.
აღნიშნული სტიპენდია ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამის 3 წარჩინებულ სტუდენტს, 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, დაენიშნება.
დავით აბზიანიძე უნივერსიტეტს ცნობილი ქველმოქმედისა და ისტორიული ფიგურის, მეცენატ დავით სარაჯიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში კომპანიასა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას - საგანმანათლებლო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, სტუდენტთა საზოგადოებრივი აქტივობის ხელშეწყობას, სააქციო საზოგადოებაში მიმდინარე პროექტებში სტუდენტების ჩართვას, სტაჟირება-პრაქტიკის ფორმატით, ითვალისწინებს.
5 წლის ვადით გაფორმებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს: უნივერსიტეტის მხრიდან - რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, სს „სარაჯიშვილის“ მხრიდან - დავით აბზიანიძემ
გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო ლიპარტელიანმა, დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოხსენება წაიკითხა.
ამ დღის მნიშვნელობაზე გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში

ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.

აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი 1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება - 334 000 ლარი.

2023 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 10 ლარით გაიზარდა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები