რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
კონსტანტინე თავზარაშვილი: ,,არავინ გამორიცხავს, რომ ოთხი წლის შემდეგ, ისევ მოხდეს გაყოფა"
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოთხი წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტი კვლავ გაიყოს. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ სიტუაციაში უმჯობესია ქალაქი და თემი ერთ მუნიციპალიტეტად არსებობდეს, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებისთვის არ არსებობს.

1. რატომ დაუჭირეთ მხარი ქალაქისა და თემის გაერთიანებას?

,,როდესაც ჩვენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროდან მივიღეთ წერილი, სადაც ეწერა იმის შესახებ, რომ მომხდარიყო განხილვა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, ეს საკითხი ,,ქართულ ოცნების“ ფრაქციაში განვიხილეთ, იმიტომ, რომ გუნდურად ვმუშაობთ. გავაანალიზეთ ყველა ის დადებითი და უარყოფითი პირობები, რომელიც ცალ-ცალკე მყოფ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ. გავაანალიზეთ, რა ექნებოდა სარგებელი გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს. ამ გაანალიზების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ უკეთესი იქნებოდა ამ ეტაპზე გაერთიანება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებულიიყო.

აი, ზუსტად, იმ ერთობლივი ანალიზის შედეგი იყო ის, რომ საკრებულოს სხდომაზე თითქმის უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და მხარი დაუჭირა სახელმწიფო კომისიის მიერ შედგენილ წერილს და მისცა თანხმობა ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანებას.

2. მას შედეგ რაც გაიყო 2014 წელს ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები, გაიზარდა თუ შემცირდა შემოსავლები?

,,რა თქმა უნდა, გაიზარდა. იცით, რომ გაყოფის შემდეგ არსებობდა გორის მერია და გორის მუნიციპალიტეტი (გამგეობა) და მათ ჰქონდათ ტრანსფერები. ამიტომ, მოხდა სწორედ შემოსავლების გაზრდა და არა, ვთქვათ, საკუთარი შემოსავლებით. ეს იყო მთავრობის მიერ გადმორიცხული თანხები, რომლითაც ყველა ის საქმიანობა განხორციელდა, რომელიც მიმდინარეობდა. ეს იყო დაახლოებით 2-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით.

თქვენ მოგეხსენებათ, როდესაც არსებობდა ერთი მუნიციპალიტეტი და არაარჩეული გამგებელი, მაშინ, მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 18 მლნ ლარს შეადგენდა. გაყოფის შემდეგ, ქალაქის იყო 15 მლნ, ხოლო გამგეობის - 14 მლნ ლარი. და არ ვთვლი კიდევ იმ თანხებს, რომლებიც რეგიონალური ფონდიდან შემოდიოდა, რომლითაც დიდი პროექტები ხორციელდებოდა.

3. ხელისუფლების აზრით, მუნიციპალიტეტების გაყოფამ არ გაამართლა, გაიზარდა ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გაამართლა 3-წლიანმა მმართველობამ და უსამართლოდ გაიცა პრემიები, დანამატები. რას ფიქრობთ?

,,ეს იყო საპილოტე პროგრამა, მიმდინარეობდა დაკვირვება, თუ როგორ იქნებოდა ასეთი დაყოფა. აჩვენა, რომ არანაირად გაამართლა, არც ეკონომიურად და არც სხვა მხრივ. არ გვქონდა ჩვენ ადმინისტრაციული ცენტრი, სოფლის მოსახლეობას კვლავ გორში, მერიაში, გამგეობაში უწევდა მისვლა. როდესაც მიდიოდნენ მერიაში, სადაც ეუბნებოდნენ, რომ გამგეობაში უნდა წასულიყვნენ. ეს მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა. ასევე, მოსახლეობას ბავშვების მიყვანა გორის საბავშვო ბაღებში უწევდა, რადგან გორში მუშაობდნენ. ქმნიდა უხერხულობას. ვერანაირად ხდებოდა ტრანსპორტის დარეგულირება, სოფლიდან გორში უნდა წასულიყვნენ, დალოდებოდნენ ტრანსპორტს და ისევ გორიდან ხდებოდა წასვლა.


გაორდა აიპები - ტურისტული აიპი ორი გახდა, კეთილმოწყობის სამსახური ორი გახდა. ყველას თავისი ადმინისტრაციული პერსონალი ჰყავდა. შესაძლებელი იყო, რომ ერთ აიპად ჩამოყალიბებულიყო. ქალაქის ტერიტორიაზე არსებობს მერია და გამგეობა. ჯამურად, მათმა კომუნალურმა ხარჯებმა 500 000 ლარი შეადგინდა. არავინ გამორიცხავს, რომ ოთხი წლის შემდეგ, ისევ მოხდეს გაყოფა, მაგრამ, ამ ეტაპზე არ აღმოვჩნდით მზად. შესაძლებელია, ამ ოთხი წლის განმავლობაში მოვემზადოთ ამისთვის. მოხდეს შენობების გარემონტება სოფლებში, სადაც განთავსდება გამგეობის ,,აიპები“ და ადმინისტრაციული შენობები.

4. კონკრეტულად, რომელი სამსახურია დუბლირებული და, ამით, რა იზარალა ადგილობრივმა ბიუჯეტმა?

- როგორც აღვნიშნეთ, მოხდა აიპების გაორება. მოხდა ისე, რომ ქალაქ გორის მერიასაც ჰქონდა ტურიზმის ,,აიპი“ და რაიონის გამგეობასაც. ანუ ორი ერთნაირი ,,აიპი“ იყო შექმნილი. ამ შემთხვევაში იცით, რომ ერთ ,,აიპშიც“ არის დირექტორი და მოადგილე თავისი თანამშრომლებით და ასევე მეორე აიპშიც. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ხარჯი. ასევე მე აღვნიშნე უკვე, რომ აიპს ჭირდება თავისი ოფისი, მაგრამ ვერ მოიძებნა შესაბამისი მუნიციპალური შენობა, რომ იქ დამსხდარიყვნენ და ემოქმედათ. მათ უხდებოდათ შენობების დაქირევება გორში და სოლიდური თანხის გადახდა, 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე თვეში. ამიტომ ეს რა თქმა უნდა იწვევდა თანხების ხარჯვას და თავისთავად მოქმედებდა ბიუჯეტზეც. ასეთივე იყო ,,კეთილმოწყობის“ სამსახური, რომელიც მერიასაც ჰქონდა და გამგეობასაც, ასევე სპორტული ,,აიპები“, რომელიც ერთსაც აქვს და მეორესაც. და ასეთი კიდებ ბევრი. თავისი გათვლებით და ეკონომიური ზარალით, მთელს საქართველოში (სხვა ქალაქებსიც ესეთი რაღაცეები ხდებოდა), დაახლოებითმა ხარჯმა 60-50 მილიონ ლარი შეადგინა. ეს ცოტა თანხა არ არის. ამ თანხით შეიძლებოდა სხვა ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

5. მოწინაარმდეგეების აზრით, იზრდება ცენტრალური ხელისუფლების გავლენა გაერთიანების შემთხვევაში და მცირდება ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი გადაწვეტილების მიღების შანსი, რას ფიქრობთ?

-როგორც მოგეხსენებათ, შეიცვალა თვითმმართველობის კანონი და იქ არის მოცემული შემდეგნაირად, რომ გაიზარდა საკრებულოების როლი. კერძოდ: არჩეული მერი, როდესაც ცალცალკე იყო თვითონ ირჩევდა მოადგილეების, სამსახურის უფროსებს და თვითონვე ამტკიცებდა. ამ შემთხვევასი ახალი კანონით მერი წარუდგენს საკრებულოს თავის მოადგილეებს და თავის სამსახურის უფროსებს და საკრებულოს თანხმობით ხდება მათი დამტკიცება. ანუ ეს არის ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ გადაწყვეტილებას ერთპირივნულად არ იღებს მერი, ანუ აი ამ მთავრობასთან ერთად მოახდენს იგი გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ საკრებულოს სხდომაზე ყველა საკითხი ერთობლივად იქნება განხილული.

6. რას იტყვიით, გაითვალისწინეთ თუ არა მოსახლეობის აზრი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს?

- როგორც აღნიშნეთ, როდესაც ჩვენ წერილი გამოგვიგზავნა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კომისიამ, გაერთიანებასთან დაკავშირებით, მანამდე მათ ჰქონიათ შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყოფილა ამ საკითხების განხილვა, რისი ოქმებიც არსებობს, გამოთქმული აზრებიც არსებობს იქ. თუმცა მე შემძლია ვთქვა, რომ როდესაც სამთავრობო კომისია ახორციელებს ასეთ ქმედებას, ანუ ის არის ამის ინიციატორი, ამ შემთხევასი ასეთი პატარ-პატარა საზოგადოებრივი ჩართულობები აუცილებელია და ეს განხორცელდა. მაგრამ, თუ ამ გაერთიანებას რაიონის მუნიციპალიტეტი მოინდომებდა, ამ შემთხვევაში ჯერ უნდა გაზიარებულიყო ხალხის აზრი აუცილებლად და შემდეგ უნდა ყოფილიყო მთავრობაში გადაგზავნილი. რადგან წამოვიდა ეს ინიციატივა მთავრობიდან ამ შემთხვევასი მოკლე-მოკლე სამოქალაქო ჩართულობა და მათთან შეკითხვები და მათთან ანალიზი საკმარისი იყო.

7. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება უკანგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული განვითარების გზაზე და კონკრეტული არასაჭირო სამსახურების ან პირთა ხარჯზე სისტემა უნდა შეცვლილიყო?

-ეს არ იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ მე ჩამოვთვალე, რომ იყო ზოგი მიზეზები, რომელიც არანაირად შეუწყობდა ხელს ცალ-ცალკე ყოფილიყო ეს მუნიციპალიტეტები . მე ეს უკვე აღვნიშნე, თუ რა ეკონომიური ზარალი ნახა ცალ-ცალკე ყოფნას, მთლიანაც რესპუბლიკის მასშტაბით 50- 60 მლნ ლარის.

მეორე, არ ქონდა ადმინისტრაციული შენობა და ადმინისტრაციული ცენტრი, ორივე იყო გორში. გაორებული აიპები ისხდნენ გორში და არ ისხდნენენ რაიონის ტერიტორიაზე. საბავშვო ბაღის მოსწავლეები დადიოდნენ ქალაქ გორის საბავშო ბაღებში და ეს იწვევდა ერთგვარ უხერხულობას, რაოდენობის გაზდასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ადგილობრივი შემოსავლები არარნაირად არ გაიზარდა და ჩვენ ისევ ვიყავით დამოკიდებული სახელმწიფო ტრანსფერებზე და სახელმწიფო ტრანსფერებით ხორციელდებოდა ყველა ის სამუშაო, რომელსაც მერია და რაიონის გამგეობა აწარმოებდა.

8. საწინააღმდეგო აზრის შმთხვევაში, დაუჭერდით თუარა მხარს მთავრობის წინადადებას?

როდესაც ჩვენ მოვახდეინეთ გაანალიზება ამ ყველაფრის, ვთქვით გუნდურად, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ დავეთანხმებოდით, ვიტყოდით, რომ მე ამას არ ვეთანხმები. მაგრამ, როგორც მე ამ მთავრობის წარმომადგენელი, მიტინგებზე გამოსვლას არ დავიწყებდი. უბრალოდ, ჩემს აზრს ღიად დავაფიქსირებდი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.