რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მეოთხედ შეიცვლება
თვითმმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა კვლავ შეიცვლება. ამის შესახებ, საკრებულომ კონკურსი 9 თებერვალს გამოაცხადა.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტმა პირველი დროშა და გერბი 2010 წელს მიიღო. 2014 წელს, მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შემდეგ, თემსა და ქალაქს საკუთარი სიმბოლოები დაჭირდა. 2017 წლის თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ, ქალაქი და თემი კვლავ გაერთიანდა.

გაერთიანებულ მუნციპალიტეტს კი, ახალი სიმბოლოები ჭირდება.

ჰერალდის სახელმწიფო საბჭოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებში გამოსახულ ფიგურებისა და წითელი ფერის გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც ქართლის რეგიონი სიმბოლურად ფიქსირდება წითელი ფერით.

ამავე დროს, გერბის "ფერებით" - წითლით, ლურჯით, ოქროთი და ვერცხლით სიმბოლურად გორის მოქალაქეთა მამაცობა და დიდსულოვნება, ღირსება და მამულის ერთგულება, ძლევამოსილება და სიბრძნე გადმოიცემა. ძლიერების ემბლემა ოქროს მთა ზემოთ მოთავსებული ოქროს ჯვრით ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე და სალოცავზე (აგრეთვე, გორის რაიონის ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტზე) - გორიჯვარზე მიუთითებს.

ქვემოთ იხ. იმ გერბებისა და დროშების ფოტოები, რომლებიც 2010 წლიდან დღემდე დაამზადეს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
14.8 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის
1-ელ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანია „საგზაო სამშენებლო
სამმართველო #1“ ამ დრომდე მეტეხის ხიდთან მუშაობს.
14.8 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის 1-ელ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ამ დრომდე მეტეხის ხიდთან მუშაობს.
12:37 / 13.09.2026
კასპის მერიის დაკვეთით ზემო ჩოჩეთში აშენებული საპირფარეშოს კედლები
მიწას დაშორდა. ხელშეკრულების მიხედვით, მერიას კომპანიისთვის
საგარანტიო ვადა არ მოუთხოვია.
კასპის მერიის დაკვეთით ზემო ჩოჩეთში აშენებული საპირფარეშოს კედლები მიწას დაშორდა. ხელშეკრულების მიხედვით, მერიას კომპანიისთვის საგარანტიო ვადა არ მოუთხოვია.
11:42 / 13.09.2026
კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებლებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება
გამოძახეს. დაშავებული აცხადებს, რომ წაიქცა, ადგილზე კი საგამოძიებო
მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებლებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოძახეს. დაშავებული აცხადებს, რომ წაიქცა, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
09:52 / 13.09.2026
კასპელი აქტივისტის ირაკლი მილაძის თქმით, თბილისი-კასპის
მიმართულებით ტრანსპორტი საკმარისი არ არის. მგზავრებს დიდუბეში
საათობით უწევთ ლოდინი, რის გამოც მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
კასპელი აქტივისტის ირაკლი მილაძის თქმით, თბილისი-კასპის მიმართულებით ტრანსპორტი საკმარისი არ არის. მგზავრებს დიდუბეში საათობით უწევთ ლოდინი, რის გამოც მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
18:25 / 12.09.2026
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში ადგილობრივებს მოსავლის
აღებამდე 500-600 კილოგრამი პომიდორი მოჰპარეს. 
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში ადგილობრივებს მოსავლის აღებამდე 500-600 კილოგრამი პომიდორი მოჰპარეს. 
17:11 / 12.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.