რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დევნილი ისტორიკოსი: ,,ვასწავლოთ თაობას ქართველებისა და ოსების საერთო ისტორია“
ცხინვალიდან დევნილი ისტორიკოსი, ნიკო ოთინაშვილი ამბობს, რომ მომავალი თაობისთვის უცნობი რჩება ის ისტორიული ფაქტები, რომელიც ქართველებისთვისა და ოსებისთვისაც საერთოა. ამის მაგალითად ჯავის რაიონში არსებული კულტურული ძეგლები და მის გარშემო არსებული ცნობები მოჰყავს.

ბოლო პერიოდში, გავრცელდა რამდენიმე ვიდეო, სადაც  ჯავის რაიონის კულტურული ძეგლებია ასახული. მაგალითად, qartli.ge წერდა სოფელ სოხთას ეკლესიაზე არსებულ ნუსხურ წარწერის შესახებ. ცხინვალელი ბლოგერი დააკვირდა ეკლესიის ერთ-ერთ ქვაზე არსებულ წარწერას, თუმცა ვერ იცნო წარწერა.

ნიკო ოთინაშვილი აცხადებს, რომ ასეთი წარწერები უამრავია ლიახვის ხეობაში. მისი აზრით, ბევრისთვის უცნობია ის თქმულებებიც, რომლებიც ჯავის რაიონში თვით ეთნიკურმა ოსებმა შემოინახეს:

,,მაგალითად, ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია ასმათის წყალი - ქალებს შორის გამორჩეული ასმათივით წყალიაო. აღარაფერს ვამბობ სოფელ ქასაგინის თაღოვან ეკლესიაზე. იქ უძველესი წარწერაა, რომლის ქვა შემდეგ სკოლის შენობის დროს გამოუყენებიათ. მე პირადად ნანახი მაქვს ეს ქვა. ეს კულტურული ძეგლები წარმოადგენს საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს კუთვნილებას, კუთვნილებას როგორც ქართველების, ასევე ოსების.“ - ამბობს ნიკო ოთინაშვილი.

ქასაგინის თაღოვანი ეკლესიის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში ცხინვალელმა ბლოგერმა გურამ ქარსანთმა გაავრცელა. ის რუს ტურისტებთან ერთად სოფელში იმყოფებოდა და ეს ეკლესიაც დაათვალიერა. იგი თავის მაყურებელს უხსნის, რომ გარშემო კუდაროს მთაა, ასევე, დასახლება ზამთარეთი.



ერთ-ერთი პირველი ცნობები ქასაგინის შესახებ ისტორიკოსმა იოსებ მეგრელიძემ შეაგროვა. წიგნი ,,სიძველეები ლიახვის ხეობაში“ მან ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოსცა. ისტორიკო იხსენებს 1954 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ადგილობრივ მკვიდრ, 80-წლის საჩინო გაგიევთან.
,,საჩინო გაგიევი გვიამბობს, რომ აქ მოსულა პაპამისი სოფელ სტირმაგისიდან (სოფ. დიდი ციხე, კობარეთი), რომელსაც ტყეში ერთი ეკლესია უნახავს და დასახლებულა.

,,აქ 1922 წელს ნანგრევების წაღება დააპირეს კიროვში, მაგრამ ქასაგინელებმა არ დავანებეთ. 7 ოსტატი მოვიწვიეთ რაჭიდან და სკოლა ავაშენებინეთ“ - მოუყვა საჩინო გაგიევი იოსებ მეგრელიძეს. მეგრელიძე ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა და ექსპედიციას ჯავის რაიონში ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად ახორციელებდა.

მეგრელიძე განმარტავს, რომ ქასაგინი (ქასაჯჯნი) ნიშნავს ,,კალმახოვანს“ - ქასაგ იგივე კალმახიაო.


ქვ. ფოტოზე: ცხინვალელი ბლოგერი ქასაგინის თაღოვან ტაძრის ნანგრევებთან



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.