რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს - გორის ზოოპარკის დახურვას ითხოვენ
ცხოველთა დამცველები გორის მინიზოოპარკის დახურვას ითხოვენ.

ამის შესახებ ირმა მთიულიშვილი გორის მერიას მიმართავს.

მისი განცხადებით, ის მდგომარეობა, რაც ,,ახალ ბაღის" ტერიტორიაზეა, ყოველგვარ სტანდარტებს სცდება.

ცოტა ხნის წინ, ერთერთმა ბავშვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნები ზოოპარკის დათვთან ერთობოდნენ.

ეს ფოტო ირმა მთიულიშვილმა მოგვაწოდა:

,,ეს გორის ვაიზოოპარკია. ჯერ ისედაც გასაცოდავებულები ყავთ ცხოველები სამ მეტრ სიგანის გისოსში და მშვენივრად ერთობიან ამ საცოდავებით. სადაა ამ სამსახურის თანამშრომლები და რაში იღებენ ხელფასებს? დაცვას სძინავს? პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს ბავშვებმა" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

ჯერ კიდევ, 2016 წელს, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის PETA-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების (GSPSA) წარმომადგენლებს გორის ზოოპარკში არსებული მდგომარეობის შესწავლა სთხოვეს.

არსებული მდგომარეობით დასტურდება, რომ ზოოპარკის მენეჯმენტი ზოოპარკში ბინადარი ცხოველებისათვის შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს შეუქმნს ნორმალური პირობები.

ამ ეტაპზე ყველა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოოპარკში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

ამის მიუხედავად, GSPSA-ს წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ზოოპარკი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს დატყვევებული ცხოველები. ორგანიზაციისათვის მიუღებელია ცხოველის ნებისმიერი დატყვევების ფაქტი.

გორის ზოოპარკში ვოლიერები არის განსაკუთრებული პატარა ზომის და ცხოველებს არ აქვთ ბუნებრივი შესაბამისი პირობები და გარემო.

ამ ეტაპზე არის 3 დათვი, 2 მაიმუნი, ლამები, ჯიხვები, მელა, ტურა, არწივი, მტრედები, ხოხბები და კურდღლები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო.
ის

ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო. ის

20:18 / 13.05.2024
საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა
გამოაცხადეს.

საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

16:34 / 13.05.2024
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც
პროტესტს უერთდებიან:
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც პროტესტს უერთდებიან:
00:02 / 13.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.