,,სეზონი ნაადრევად რატომ გახსენით!'' - მწყერი ბუდობის პერიოდშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნადირობის სეზონი
აგვისტოს დასაწყისში გახსნა. შიდა ქართლის მინდვრებზე ასობით მონადირე
გამოჩნდა.
მონადირეთა ჯგუფში ქვეყნდება ფოტოები, თუ როგორ როგორ ადვილად იპოვებენ ნადავლს მონადირეები.
,,დააცადეთ, გშიათ? მოითმინეთ, გამოჩიკოს ჯერ და მერე შეესიეთ'' - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
აღმოჩნდა, რომ მწყერი ბუდობის პერიოდშია. მონადირეთა კლუბი ურჩევს მონადირეებს, რომ მარიამობამდე ნუ ინადირებენ.
კლუბმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს ახლადგამოჩენილი მწყერი, ასევე, მწყრის კვერცხები.
მისი თქმით, მწყერი კვლავ ბუდობის პერიოდშია და სეზონი ადრე გაიხსნა.
,,ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ვნადირობ და ის რაც ეხლა ვნახე, არ მახსენდება, რომ ადრე მენახოს. ვნახე არა მარტო ჩოჩორი, არამედ კვერცხი. კვერცხი ბუდეში კი არ დევს, არამედ მწყერს აქვს მუცელში. ,,კლიმატის ცვლილებამ, როგორც ჩანს, კორექტივები შეიტანა მწყრის მიგრაციის, მარშრუტების, ბუდობის, ინკუბაციისა და კრუხობის ვადებში. შესაბამისად, პოპულაცია ეხლა იწყებს კვერცხის დებას. შესაბამისად პოპულაცია ეხლა იწყებს კვერცხის დებას.' - აღნიშნავს მონადირე.
იგი ფიქრობს, რომ რეალობიდან გამომდინარე, სულ მცირე, 1 კვირაა საჭირო, რომ დამჯდარმა მწყერმა გაოჩიკოს.
,,მწყერი მძიმედ ამოდის და თუ ამოდის, იქვე ახლო დისტანციაზე ჯდება ისევ. არ უნდა ბუდეს მოშორდეს. ჩემი აზრით თუ გადარჩება კრუხი (დედა მწყერი) მაშინ მასთან ერთად გადარჩება ის კვერცხი, რომლის გამოჩეკვასაც ცდილობს.'' - წერს მონადირე.

სტატიის გამოყენების პირობები