ქარელში რუსი ,,ჰაკერი" ცხოვრობდა, რომელიც გაიტაცეს
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან რუსი ჰაკერი გაიტაცეს. ფაქტი 2017 წელს მოხდა. თაღლითობისა და ფულის გამოძალვის ფაქტზე, ორი წლის შემდეგ, 5 პირი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებული, ეთნიკური აზერბაიჯანელი ქარელიდანაა. მას ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი იცავს.

ქამრან ამჯანოღლი აცხადებს, რომ საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და საქმიდან მისი ჩამოცილება სურთ. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადვოკატი 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დარბეულ მოქალაქეების ინტერესებს იცავს:

,,ჩემს მიმართ პროკურატურას გარკვეული კითხვები აქვს, სავარაუდოდ, ეს ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის კონფიდენციალური ურთიერთობიდან მიღებულ გარკვეულ საკითხებს უკავშირდება" - აცხადებს ქამრალ ამჯანოღლი.

მისი თქმით, ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობას იცავს კანონი, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია. ქამრან ამჯანოღლი პროკურატურაში არ გამოცხადდა. ამის სანაცვლოდ, ის გორის სასამართლოში, 11 ოქტომბერს, დილის 11 საათზე მაგისტრანტ მოსამართლესთან დაიკითხება:

რა მოხდა ქარელში

2017 წელს ქარელში ცხოვრობდა რუსეთის მოქალაქე, ჰაკერი, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთიდან გატაცებული ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა და იძებნებოდა. ის საქართველოში ჩამოვიდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდებოდა.

გარკვეული დროის შემდეგ, ქარელი-გორის მონაკვეთზე მასთან მივიდნენ პიროვნებები და თავი გააცნეს, როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებად. qartli.ge-ს ინფორმაციით, რუს ,,ჰაკერს" თავი გააცნეს პოლიციის თანამშრომლებმად და პროკურორებად.

რუსეთის მოქალაქე დააკავეს და გაიტაცეს. გამტაცებლები ფულს ითხოვდნენ. 2019 წლის სექტემბერში პროკურატურამ 5 პირი დააკავა. ერთ-ერთ ბრალდებულს, სწორედ, ქამრან ამჯანოღლი იცავს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოთი გაათავისუფლეს. დანარჩენებს პატიმრობა შეუფარდეს.

ქამრან ამჯანოღლი აცხადებს, რომ ჯერჯერობით, სასამართლოში არსებითი სხდომები არ ჩატარებულა, შესაბამისად, გამოძიებაში არსებული ბევრი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ საქმეში ფიგურირებენ მოქმედი პოლიციელები, მათ შორის, სავარაუდოდ მაღალჩინოსნები. ეს არის საკმაოდ რეზონანსული საქმე, რომლიდანაც ჩემი ჩამოცილება უნდათ" - გვითხრა ქამრან ამჯანოღლიმ.

ქამრან ამჯანოღლის დასაცავად ადვოკატთა კორპუსი გორის სასამართლოში მისვლას აპირებს:

,,ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ახალი რედაქციით დაცვის უფლება გარანტირებულია, ასევე მინდა სახელმწიფო ორგანოებს მოვუწოდო, რომ სათანადოდ გააცნობიერონ გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, კერძოდ: სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა ა) შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე. ბ) შეძლონ თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. გ) თავიანთი პროფესიული მოვალეობის, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით." - აღნიშნავს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
'
'"ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
14:07 / 23.06.2021
გახელაძე ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და 12-წლიანი
პატიმრობა
გახელაძე ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და 12-წლიანი პატიმრობა
12:24 / 23.06.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან:
12:11 / 23.06.2021
მათ გახელაძეებს უთხრეს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
გეგმავს, წერილით რუსეთის პატრიარქს მომართოს
მათ გახელაძეებს უთხრეს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გეგმავს, წერილით რუსეთის პატრიარქს მომართოს
01:42 / 23.06.2021
იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ
სარესტორნო სივრცე,
იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,
14:19 / 22.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
პრობლემათა ჩამონათვალში, პირველ ადგილს, კვლავ, მიუსაფარი ძაღლების საკითხი იკავებს.
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
სასტუმრო "გორი ჰაუსში" ახლა შვიდი ხანდაზმულია, მათგან ორი საწოლსაა მიჯაჭვული.
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი სარტყელა - რობას მოსაგონრად
,,სადღაც ახლოს უნდა იყოს სოფელი, მაგრამ სად?"
სოფელი ღვრიაწყალი - ოთხი მუდმივი მცხოვრებით
სოფელში მუდმივად 4 ხნიერი ქალი ცხოვრობს. აქედან 3 – გასიშვილების რძალია (გასსითი), ხოლო ერთი – მაისურაძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.