რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღეს.

გამოკვლევის შედეგად, ასევე, გამოირიცხა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. თავდაცვის სამინისტრომ პაციენტების გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების გადაწყვეტილებით, ყველა ჯარისკაცს, რომელსაც ვირუსისთვის, ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები ექნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

"საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოყვანილი არის ჩვენთან 5 სამხედრო მოსამსახურე, ხუთივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 5-დან ორთან არის აღებული ნიმუში და ორივე უარყოფითია. სამთან არ არის გამოკვეთილი არანაირი სიმპტომატიკა და გამომდინარე აქედან, ისინი დარჩებიან დაკვირვების მიზნით ჩვენს სამხედრო ჰოსპიტალში. დღეის მდგომარეობით, გვყავს 53, 40 სამხედრო მოსამსახურე, 13 სამოქალაქო პირი და 3 დადასტურებული შემთხვევა. 3 დადასტურებული შემთხვევიდან 2 მიმდინარეობს მსუბუქი ნიშნებით, ხოლო მე-3 შედარებით მძიმე კლინიკით. მათი მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას," - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი.

საქართველოში 27 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 81-მდე გაიზარდა, საიდანაც 13 გამოჯანმრთელდა.

შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

რაც შეეხება მსოფლიოს, დღეის მონაცემებით COVID 19 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა, აქედან 122 672 უკვე გამოჯანმრთელებულია.

ვირუსის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე არის აშშ – 85 991 შემთხვევით, შემდგომ მოდის ჩინეთი 81 782 შემთხვევით, მესამე ადგილზე კი იტალიაა – 80 589 შემთხვევით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.