რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
საბავშვო ბაღები ხორცისა და რძის ნაწარმის გარეშე
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების რაციონში ცვლილებების შეტანა იგეგმება და რძის ნაწარმის რაოდენობა გაიზრდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ბაღების გაერთიანების" კვების სპეციალისტი მიხეილ დალაქიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი მაწვნის მიწოდების ვადებს მიექცევა.

როგორც გაირკვა, ერთიანი მომარაგების სისტემის გამო, საბავშვო ბაღების სამზარეულოს მაცივრებში, მაგალითად, მაწვნის მარაგს ერთი კვირის განმავლობაში ინახავდნენ.

,,მაწვნის შენახვის ვადები პრობლემური იყო" - ამბობს კვების სპეციალისტი. - ,,ამიტომ, გვინდა, რომ რძის ნაწარმი ყოველდღიური გავხადოთ"


გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსი ლელა მაისურაძე აცხადებს, რომ მენიუში ცვლილებები უკვე შევიდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხორცის რაოდენობა გაიზარდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კარალეთის საბავშვო ბაღის მაგალითზე გაარკვია, რომ ხორცისა და რძის ნაწარმი იმ დღის მენიუში არ იყო.

კედელზე გაკრული ჩამონათვლის მიხედვით ბავშვებს დილით ჩაი ყიყლიყოთი, სადილზე მაკარონის სუპი და თევზი, ხოლო საღამოს კომპოტი ბულკით მიართვეს.

,,ხვალ რა იქნება?" - ვკითხეთ მზარეულს.

,,ხვალისთვის რა გვექნება, ვერ გეტყვით. საერთოდ, მენიუ ჩვენთან ერთიანი სისტემის მეშვეობით ბაღების გაერთიანება გვიდგენს. ჩვენი ძალებით მისი შეცვლა ან დადგენა არ შეგვიძლია" - აცხადებს მზარეული ინგა იაკობაშვილი.

,,ბაღების გაერთიანების" ზედამხედველი მუნიციპალიტეტის გამგეობაში ლელა მაისურაძეა. მას ინფორმაცია არა აქვს იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის ნაწარმის დეფიციტია.

იმ ხელშეკრულებებში კი, რომლებიც ,,ბაღების გაერთიანებამ" მიმწოდებელ კომპანიებთან დადო, ყოველდღიური მენიუს ნაცვლად, საკვები მასალების ჯამური მონაცემები და თანხებია წარმოდგენილი.

მაგალითად, ესა თუ ის კომპანია ვალდებულია საბავშვო ბაღებს მიაწოდოს გარკვეული რაოდენობის პროდუქტი, მაგრამ, ამ პროდუქტს როდის და რა სახით გაამზადებს საბავშვო ბაღის მზარეული, ეს უკვე ბაღების გაერთიანებიდან მიღებული დირექტივების შედეგად წყდება.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - შშმ პირთა
მხარდაჭერა,
,,ამ ძალიან ლამაზ დღესასწაულს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - შშმ პირთა მხარდაჭერა,
23:10 / 31.05.2024
მოიცავს უფასო სადებეტო ბარათებს, SMS მომსახურებას, მობაილბანკს და
ინტერნეტ ბანკს/hi app-ს.
მოიცავს უფასო სადებეტო ბარათებს, SMS მომსახურებას, მობაილბანკს და ინტერნეტ ბანკს/hi app-ს.
16:59 / 31.05.2024
,,ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ ბაუსკას ყოველწლიურ ფესტივალს
,,ამ კვირაში ჩვენ ვზეიმობთ ბაუსკას ყოველწლიურ ფესტივალს "ოქროს მუხის ტოტების ქვეშ".
15:24 / 31.05.2024
,,რესტო-ბარის'' მფლობელის განცხადებით, ტურისტული სეზონი იხსნება იმ
დროს, როდესაც
,,რესტო-ბარის'' მფლობელის განცხადებით, ტურისტული სეზონი იხსნება იმ დროს, როდესაც
14:55 / 31.05.2024
,,დაახლოებით 21:00 საათზე, დაზარალებულმა მთელი ოჯახი, მათ შორის
სამი წლის შვილიშვილი ჩასვა

,,დაახლოებით 21:00 საათზე, დაზარალებულმა მთელი ოჯახი, მათ შორის სამი წლის შვილიშვილი ჩასვა

20:30 / 30.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.