რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შიდა ქართლში იზოლირებულია ის ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი გუდაურში მუშაობს
იდა ქართლში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი 14-დღიან კარანტინს საკუთარ სახლში გაატარებს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის სიმპტომები ოჯახის არც ერთ წევრს აღენიშნება.

საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გუდაურში, იმ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობს, სადაც 4-8 მარტს ჩეხი ტურისტები იმყოფებოდნენ. ჩეხ ტურისტებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ფაქტთან დაკავშირებით,  რესტორნის "მთვრალი ალუბალი" ადმინისტრაციამ დღეს, 16 მარტს,  განცხადება გაავრცელა. განცხადებიდან ირკვევა, რომ 4 მარტს სასტუმროში 6 ტურისტი ჩავიდა, ისინი ჩეხეთში დაბრუნდნენ, რომელთაგან 3-ს კორონავირუსი დაუდგინეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტურისტებმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ სად, ვისთან, რომელი მანქანით გადაადგილდებოდნენ საქართველოში ყოფნის დროს.

"გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა... ჩვენ მოვნახავთ ყველა პირს, ვინც საჭიროა, დანჩენები წყნარად და მშვიდად იყვნენ, თუ ძალიან ნერვიულობენ მოექცნენ თვითიზოლაციაში. ჩეხები არიან ჩეხეთში, გვაქვს მუდმივი კავშირი ამ პიროვნებებთან, ასევე შესაბამის სამსახურებთან ჩეხეთში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება იმ თანამშრომელს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, სამსახურიდან სოფელში, 2 დღის წინ დაბრუნდა, ხოლო 2 დღის შემდეგ კვლავ გუდაურში აპირებდა წასვლას.

ეპიდემიოლოგებმა დღეს მის საცხოვრებელ სახლს ჩაუტარეს დეზინფექცია, ასევე, შეამოწმეს ოჯახის ყველა წევრი, აკვირდებიან იმ ადამიანებს, ვისთანაც ამ პიროვნებას, გარკვეული შემხებლობა ჰქონდა. ოჯახის ექიმის განცხადებით, არც ერთ წევრს რაიმე სიმპტომები არ აღენიშნება. სააკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა, ხოლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.