რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
უფლისციხე კარანტინის დროს
მხოლოდ აპრილის თვეში უფლისციხეს, 2018 წელს, 21 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. კიდევ უფრო მეტი იყო 2019 წლის გაზაფხულზე.

Qartli.ge-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ ისტორიულ ციხე-ქალაქში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა მარტიდან მკვეთრად იზრდება ხოლმე.

2020 წლის აპრილს, უფლისციხეში სიცარიელეა. 2020 წლის 19 მარტიდან, მუზეუმი, როგორც ყველა სხვა, COVID 19-ის (კორონავირუსი) გამო, სრულად დაიკეტა.

,,მუზეუმ ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით სამუზეუმო ადმინისტრაციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით იმუშავებენ. მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა სააგენტოს ცენტრალური ოფისი და მისი ყველა თანამშრომელი. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნის უწყების სამსახურები დისტანციური მეთოდით განაგრძობენ ფუნქციონირებას." - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისათვის, 2020 წლისთვის, უფლისციხეში 200 000-ზე მეტ ტურისტის მიღება იყო დაგეგმილი. ამ მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 203 000 ბილეთის დამზადება ჰქონდა გადაწყვეტილი.

იმ ქვეყნებში, საიდანაც უფლისციხეში ათიათასობით ტურისტი ჩამოდის, საქართველოს მსგავსად, ეპიდემიას ებრძვიან. ჩინეთში დაწყებულ პანდემიას, მსოფლიოს მასშტაბით უკვე 102 058 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევა 1 მლნ 684 572-ს აღწევს.

პნევმონიის აფეთქება ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, და გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 11 მარტს COVID-19 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, პანდემიად გამოაცხადა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.