რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სახლი დარბაზში - სპორტსმენი ზვიად ლაზიშვილი ვაშინგტონიდან
აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დადასტურდა, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მსუბუქი სიტუაცია, სხვა შტატებთან შედარებით, მაინც ვაშინგტონშია.

ქალაქ ვაშინქტონში იმყოფება ქართველი სპორტსმენი ზვიად ლაზიშვილი. ის, ორი წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში ცხოვრობს. დაამთავრა მაგისტრატურა ბიზნეს ადმინისტრირების განხრით და სწავლას აგრძელებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

თითქმის ყოველდღე ცარიელ დარბაზში ვარჯიშობს. დარბაზი ფაქტობრივად, მის სახლად იქცა.

"აქ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 21 იანვარს. ინფიცირებული 31 წლის მამაკაცი, ახალი დაბრუნებული იყო ჩინეთიდან - ქალაქ ვუჰანიდან და ეს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ ვაშნგტონში. სამწუხაროდ ოფიციალური უწყებებისგან ამას არ მოჰყოლია სერიოზული რეაგირება, პირიქით გვარწმუნებდნენ, რომ ვიმყოფებოდით ძალიან დაბალი რისკის ზონაში, თუმცა ამ ყველაფრის შედეგს ვხედავთ. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა ამერიკაში, დაახლოებით რვაასი ათას ადამიანზე მეტი ინფიცირებული და ორმოცდა ათი ათასამდე გარდაცვლილი. საბედნიეროდ ჩემს შტატში შედარებით ნორმალური სიტუაციაა, რასაც ვერ ვიტყვით ნიუ-იორკზე, ნიუჯერსზე, კალიფორნიაზე, ფლორიდაზე მასაჩუსეტზე სადაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა." - ამბობს ზვიად ლაზიშვილი.



ფოტოზე: ვირჯინია ბიჩის სანაპირო პანდემიის დროს

ამის მიუხედავად, იმ შტატში, სადაც ცხოვრობს, მკაცრი შეზღუდვები არ არის. მოქალაქეებს მისცეს რეკომენდაცია, რომ გამოიყენონ ნიღბები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები. დაიცვან ჰიგიენის წესები, ერთ სივრცეში ათ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

,,შეზღუდულია ასევე ბიზნესები, მაგალითად ჩემი უნივერსიტეტი დახურულია და ყველაფერი გადასულია ონლაინ რეჟიმზე. ლექციები, დავალებების შემოწმება, ყველაფერი ონლაინ რეჟიმზეა გადასული. ადამიანები, ვისაც აქვს საშუალება იმუშაოს სახლიდან, ასეც მუშაობს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დარჩნენ სამსახურის გარეშე, რადგან სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ შეძლებდნენ ონლაინ მუშაობას." - აღნიშნავს სპორტსმენი.

გადაადგილების მხრივ ნაკლები შეზღუდვებია, მოქალაქეეები, ძირითადად, ავტომობილებით გადაადგილდებიიან, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ფუნქციონირებს - ავტობუსი და ტაქსი. მეტრო გაჩერებულია. ასევე არ გაუქმებულა შიდა ფრენები. როგორც იცის, რამოდენიმე შტატში გადაფრენის შემთხვევაში ათდღიანი კარანტინის გავლა უწევთ.



ფოტოზე: ვირჯინია ბიჩის სანაპირო პანდემიის დროს

,,ჩემი შტატის საავადმყოფოებში შედარებით ნორმალური სიტუაციაა, არ არის პაციენტთა გადაჭარბებული რაოდენობა. რასაც ვერ ვიტყვით ნიუიორკის შტატზე, მაიამიზე ან მაგალითად ამ წუთას, როცა გესაუბრებით, ვიმყოფები ვირჯინიაში, ქალაქ ვირჯინია ბიჩში, რომელიც საკურორტო ზონაა და მხოლოდ რესტორნებია დაკეტილი და ვერ ისარგებლებ სარესტორნო მომსახურებით. აქ ჩვეულებრივად დადის ხალხი ნიღბებისა და ხელთათმანების გარეშე.კალიფორნიაზე. აქედან გამომდინარე არის შტატები სადაც საკმაოდ მძმიმე მდგომარეობაა, თუმცა არის შტატები, სადაც პანდემიური მდგომარეობა ნაკლებად იგრძნობა." - აღნიშნავს ზვიადი.




ზვიადი, პროფესიონალი მებრძოლია. იქ ცხოვრების პერიოდში 50 შეხვედრა ჩაატარა და ყველა დიდი წარმატებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ბრძოლაში საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში მისი წარმატების შესახებ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

როგორც თავად აღნიშნავს ყველაზე მნიშნელოვანი ბრძოლა ჰქონდა კოლორადოს შტატის პირველ ნომერთან ჯოშ ჰუბერთან, რომელიც დიდი სხვაობით დაამარცხა.

" პირველი სადებიუტო ბრძოლა ჩავატარე ნოემბერში, კოლორადოს შტატის პირველ ნომერთან ჯოშ ჰუბერთან, და საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაიარა ამ შეხვედრამ. ასევე ხშირად ვასპარეზობ გრეპლიკქსა და ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუ - ში. ჩატარებული მაქვს დაახლოებით 50 შეხვედრა და ყველამ წარმატებით ჩაიარა.

ახლა უფრო ხშირად სახლში უწევს ვარჯიში, რადგან ცდილობს გაითვალისწინოს მთავრობის რეკომენდაციები და დარჩეს სახლში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.