რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ფლავის საჯარო სკოლაში არ ადასტურებენ, რომ მათ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
კიდევ ერთი უწყება, სადაც შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, სიმონ გულედანის ინფორმაციას არ ადასტურებენ, ფლავის საჯარო სკოლაა.

სკოლის დირექტორის თქმით, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციას აუცილებლად შეატყობინებდნენ.

დღეს დილით სიმონ გულედანმა, რომელიც ამავე დროს, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელია, განაცხადა, რომ გორის სამ სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებია. გულედანის თქმით, ახალი შემთხვევები 1-ელი; მე-8 და ფლავის საჯარო სკოლებში გამოვლინდა.

qartli.ge-მ ინფორმაცია სამივე სკოლაში გადაამოწმა, აქედან მე-8 და ფლავის საჯარო სკოლებში ინფორმაცია არ დაადასტურეს, ხოლო 1-ელ სკოლაში, ნაცვლად ორ მოსწავლისა, მხოლოდ ერთი მოსწავლის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

,,რომ ყოფილიყო დადასტურებული შემთხვევა, აუცილებლად გაგვაგებინებდნენ." - ამბობს ფლავის სკოლის დირექტორი.

რატომ გაჩნდა კორონავირუსის საფრთხე ფლავში?

როგორც qartli.ge-მ გაარკვია გასულ პარასკევს, ერთ-ერთ ოჯახს თბილისელი სტუმარი ეწვია. მეორე დღეს სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. მასპინძელი ოჯახი კი, თვითიზოლაციაში გადავიდა. ოჯახს სტუმარი პარასკევს საღამოს ეწვია.

,,ჩვენ არ ვიცით, ამ მოსწავლეს დაუდასტურდა თუ არა ვირუსი, მაგრამ ის პარასკევს სკოლაში იმყოფებოდა, მაგრამ მათ ოჯახში სტუმარი საღამოს მისულა, შაბათ-კვირას კი სწავლა არ იყო, შესაბამისად, სკოლაში კონტაქტები გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, დღეს და ხვალ სკოლა მაინც დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს." - განმარტავს სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 6 შემთხვევა დადასტურდა. სიმონ გულედანის ცნობით, მათგან 3 მოსწავლეა. რაც შეეხება სხვა ინფიცირებულებს, ახალი 6 შემთხვევიდან ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ასევე, ცნობილია კიდევ ერთი პირის შესახებ, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენელია.

ზოგადი ვითარება:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში -178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი", – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქედან, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 29 კი სიპაპრეჟიმზეა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.