რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
27 იანვარი - შიდა ქართლში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობა-49. გამოჯანმრთელდა - 119 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 50 პირს.

რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა რაოდენობა - 4753 მათ შორის - 1065 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

სულ აღებული სინჯიების რაოდენობა 119; ვითიზოლაციაში იმყოფება 815.

ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა,

- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 627 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 380 პსრ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 255 564-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 245 527-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:

2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 395, აჭარაში - 214, იმერეთში - 564.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში- 1, იმერეთში - 20.

347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში.

3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 90, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 000 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 231 პირი, აჭარაში - 887, იმერეთში - 1 689",- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25
წლის განმავლობაში.
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.
19:23 / 11.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.