რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
დიცის სკოლის საპირფარეშოს კედელი ლესვისას დაინგრა - დაუმთავრებელი საპირფარეშოები გორის სკოლებში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ზემო ნიქოზში, ზემო ხვითში, ხურვალეთსა და დიცში საპირფარეშოების რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა. საპირფარეშოები, რომლებიც შემოდგომით უნდა აშენებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის მოხსენებითი ბარათებით ირკვევა, რომ მაგალითად სოფელ დიცის სკოლაში, ,,ზუკა მშენს"" ლესვისას კედელი ჩამოენგრა, ხოლო ინდმეწარმე ,,ლევან ნადირაძე"", პანდემიის გამო, მუშა-ხელს ვერ შოულობს.

ეს ის კომპანიებია, რომელიც მერიამ საკუთარი კვლევის შედეგად მოძებნა და მათთან პირდაპირი წესით ხელშეკრულებები გააფორმა. 2020 წლის ზაფხულში მთავრობის მოთხოვნის მიხედვით, ახალ სასწავლოს წელს, სკოლები მოწესრიგებული სველი წერტილებით უნდა შეხვედროდა, რათა პანდემიის გავრცელება თავიდან ყოფილიყო აცილებული.

ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა

ინდმეწარმე ,,ლევან ნადირაძემ"" 2020 წლის 17 აგვისტოს, 68 784 ლარად, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 45 დღეში, 30 ნოემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადა თითქმის 10-ჯერ გადაუწიეს.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა გორის მერს კოტე თავზარაშვილს აცნობა, რომ ინდმეწარმე ლევან ნადირაძეს მუშა-ხელი არ ყოფნის, ხოლო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სამუშაოებს დათქმულ დროში, ვერ ამთავრებს. ამ შინაარსის წერილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მერს 3-ჯერ გაუგზავნა. ხოლო ამდენჯერვე აცნობა, რომ ინდმეწარმეს მუშა-ხელი არ ყოფნის.

,,2020 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ინდმეწარმე ლევან ნადირაძე აწარმოებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს, ხურვალეთის და ნიქოზის საჯარო სკოლების სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების და სამუშაო პერსონალის სიმცირის გამო სამშენებლო პროცესი შეფერხდა და გვთხოვს სამუშაოების მიწოდების ვადების გაგრძელებას."" - ეს წერილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ეკუთვნის, რომელიც 2020 წლის 23 დეკემბრით თარიღდება.

ამ წერილის საფუძველზე, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია მეოთხედ გადაავადეს, ხოლო 23 დეკემბრის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ ორი წერილი მისწერა მერს, სადაც ზუსტად იგივე მიზეზია დასახელებული, თუ რატომაც ვერ სრულდება ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

ამჯერად, გორის მერმა სამუშაოების ვადა 2021 წლის 5 მარტამდე გადასწია.

ხურვალეთის საჯარო სკოლა

ხურვალეთის საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. როგორც პედაგოგმა გვითხრა, დიდი ხანია სამუშაოები მიტოვებულია და არც ის იციან, როდის გამოჩნდებიან მუშები.

ინდმეწარმე ლევან ნადირაძეს, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, რომ ხურვალეთის სკოლაში სამუშაოები 2020 წლის 30 ნოემბერს დაესრულებინა, ვადა თითქმის 5-ჯერ გადაუწიეს. ამჯერად, გორის მერიამ, ხურვალეთის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაციის დასრულების ვადად 2021 წლის 30 აპრილი განსაზღვრა.

როგორც გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი თავის მოხსენებით ბარათებში წერს, ინდმეწარმეს არ ყავს მუშა-ხელი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პროექტების მონიტორინგის განყოფილებაში შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია ხურვალეთის საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაციის ვადა გაგრძელდეს 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

ხურვალეთის სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიდო და 45 დღეში, 2020 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო.

დიცის საჯარო სკოლის საპირფარეშო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის საჯარო სკოლაში საპირფარეშოს მოწყობა შედარებით ადრე დაიწყო. ხელშეკრულება ,,ზუკა მშენთან"" გაფორმდა და ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს.

,,ზუკა მშენს"" დიცში მუშაობა 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, ბოლო ცვლილების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 30 დეკემბერს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.

,,ზუკა მშენის" დირექტორი გიორგი კარელიძე ჯერ კიდევ 31 აგვისტოს მერიას ატყობინებს, რომ ლესვის დროს კედლები ჩამოინგრა:

,,სველი წერტილების ტიხრების შელესვის სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ კედლები იყო ამორტიზირებული, ჩამოიშალა და მოხდა ახალი კედლების და ტიხრების მოწყობა."" - აღნიშნა გიორგი კარელიძემ.

ერთი თვის შემდეგ, 2020 წლის 24 სექტემბერს, გორის მერს კოტე თავზარაშვილს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ანესაშვილი სთხოვს, რომ ,,ზუკა მშენს" კიდევ ერთხელ გადაუვადდეს სამუშაოები.

ამჯერად, კედლის ჩამოშლა არაა მითითებული, სამაგიეროდ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ზუკა მშენი"" ბევრ ობიექტზე, მათ შორის, ქიწნისსა და ახალდაბის სკოლების საპირფარეშოებში მუშაობს და შესაბამისად უნდა გავუგრძელოთ ვადააო. მისი თხოვნა კოტე თავზარაშვილმა დაკმაყოფილდა.

ზემო ხვითი საპირფარეშო

2020 წლის 12 აგვისტოს გორის მერიამ 66 092 ლარიანი ხელშეკრულება გააფრომა კომპანია ,,ჯინოსასთან"", რათა ზემო ხვითი საჯარო სკოლის საპირფარეშოების რეაბილიტაცია განეხორციელებინა.

,,ჯინოს"" სამუშაოები 2020 წლის სექტემბერშივე უნდა დაემთავრებინა, თუმცა ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელეს.

თავდაპირველად, ვადა 15 ოქტომბრამდე, შემდეგ 22 ოქტომბრამდე, ხოლო მესამედ 2021 წლის 1 იანვრამდე მისცეს ვადა. იანვარში საზედამხედველო კომპანიამ, ,,ოპტიმალგრუპმა"" სამუშაოები შეამოწმა და დაადგინა, რომ ,,ჯინომ მხოლოდ 49 000 ლარის სამუშაოები შეასრულა, ნაცვლად 66 092 ლარისა.

პრობლემები ხვითის სკოლაში მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლის ადმინისტრაციამ საპირფარეშოს ,,გვერდზე გაწევა"" მოითხოვა.

ბერშუეთის საჯარო სკოლის საპირფარეშო

2020 წლის 12 აგვისტოს გორის მერიამ ინდმეწარმე კახა დათაშვილთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბერშუეთის საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია 68518 ლარად უნდა შეესრულებინა.

სამუშაოების 2020 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა ჯერ 30 დეკემბერამდე, შემდეგ 2021 წლის 30 იანვრამდე გაუგრძელეს.

როგორც ზედამხედველობის უფროსი ზვიად ანესაშვილი აღნიშნავს, ინდმეწარმემ ის სამუშაოებიც შეასრულა, რომელიც პროექტით არ იყოო გათვალისწინებული.

კახა დათაშვილმა ობიექტი მერიას 2021 წლის 29 იანვარს ჩააბარა და როგორც ,,ოპტიმალგრუპის"" დასკვნაში წერია, შეასრულა 58 027 ლარის ღირებულების სამუშაო, ნაცვლად 68 518 ლარისა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.